ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული - ვილი სანიოლი
ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული - ვილი სანიოლი
26.09.2026
ავტორი: TSFF.Ge

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სფფ-ის ინფორმაციით, სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის, რომელიც ჩვენს ნაკრებში 2021 წლის 15 თებერვლიდან მუშაობდა და რომელმაც, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს ერთ-ერთი ნატვრა აუსრულა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სწორედ მისი ხელმძღვანელობით 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და ბევრისთვის მოულოდნელად, ჯგუფური ეტაპიც დაძლია.


საქართველოს ეროვნული ნაკრების უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ, გუნდიდან წასვლის შემდეგ, ქართველ ქომაგს მიმართა:


„ძვირფასო საქართველო

გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.

მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.

თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.

აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს.

საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.

მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.

მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის.

ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით.

ვილი"


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალურ შეხვედრებში ბოლოს 2025 წლის 7 სექტემბერს გაიმარჯვა ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებთან თბილისში, „დინამო არენაზე" 3-0. ამის შემდეგ, ოფიციალურ (!) თამაშებში ჩვენი ნაკრების გასწვრივ გუშინდელი მარცხის ჩათვლით, ხუთი წაგებული თამაშია (სარედაქციო - აქ არ არის გათვლილი ამხანაგურ შეხვედრებში გამარჯვებები და ფრედ დასრულებული მატჩები