
ვიდრე საქართველოში სანაკრებო შესვენებაა და პარალელურად ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მომხდარ ცვლილებებზე, სამტრედიაში, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ „სამტრედიასა" და „რუსთავს" შორის.
აღსანიშნავია, რომ ლადო კაკაშვილის გუნდი, რომელის სტაბილურად კარგად თამაშობს ეროვნულ ლიგა 2-ში გია ცეცაძის „რუსთავისთვისაც" კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. მშრალად დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 51-ე წუთზე მასპინძელთა მეკარის მიამიტურ შეცდომას, სამტრედიელთა კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა, რომელიც ზუსტად შეასრულა ჟან ალმეიდამ და სტუმრები დააწინაურა. თუმცა, 59-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს - გოლი იულენ კორდერომ გაიტანა და აქაც, გამოცდილ მსაჯს, გიორგი ყურაშვილს VAR-თან კონსულტაცია დასჭირდა. გამარჯვებისა და 1/2 ფინალში გამსვლელი გოლი კი, 81-ე წუთზე იუტა ნაკანომ გაიტანა თაური დარტყმით.
„რუსთავმა" 1-2 გაიმარჯვა და გათამაშების მომდევნო, 1/2 ფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც 27 ოქტომბერს, მისთვის კარგად ნაცნობ „პეტრო არენაზე" „გაგრას" დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 28 ოქტომბერს არის დაგეგმილი და იქ, ბათუმი არენაზე „დინამო" გორის „დილას" უმასპინძლებს. ამ დროისთვის, დავით ყიფიანის სახელობის ორივე 1/2 ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე არის ჩანიშნული.





ჩვენ







