500-მდე ქართველი ბავშვი კვოტირებული ჩრდ. ირლანდიელის წინააღმდეგ - ტრიბუნაზე საინტერესო ამბები გველის
500-მდე ქართველი ბავშვი კვოტირებული ჩრდ. ირლანდიელის წინააღმდეგ - ტრიბუნაზე საინტერესო ამბები გველის
25.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ერთა ლიგის 2027 წლის სეზონის სასტარტო შეხვედრა, თბილისში, საქართველოსა და ჩრდ. ირლანდიის ნაკრებებს შორის დღეს დახურულ სტადიონზე გაიმართება. უფრო ზუსტად, შეხვედრას, სფფ-ის დიდი მონდომების შემდეგ, უეფა-ს რეგულაციების შესაბამისად დაესწრება 10-14 წლის ასაკის ბავშვი - საფეხბურთო სპორტსკოლის აღსაზრდელები, დაახლოებით 500 ბავშვი სფფ-ში რეგისტრირებული სპორტული სკოლიდან.

 

„როცა გავიგეთ, რომ ხვალინდელ მატჩში ბავშვები გვიგულშემატკივრებდნენ, ძალიან გაგვიხარდა, იმიტომ, რომ მათგან ყველაზე მეტად ვგრძნობთ თანადგომას და სიყვარულს. ვიმედოვნებ, სახლშიც ბედნიერები დაბრუნდებიან", - თქვა გუშინ ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან შეხვედრისას.


ისე, გულშემატკივარს ალბათ, გახსოვთ, რომ მაყურებლის გარეშე თამაშის ჩატარების „სანქცია" ჩვენს ეროვნული ნაკრებს მას შემდეგ გამოუტანეს, რაც უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი-ოფის დაპირისპირებაში, რომელიც თბილისში გაიმართა სომხეთის წინააღმდეგ, მატჩის დასრულების შემდეგ, ასობით ბავშვი (!) და თინეიჯერი შეიჭრა მოედანზე და რეალურად გარშემო ყველაფერი გაანადგურა, კარის ბადეები, ბალახის საფარი, კუთხურის ალმები. უეფა-მ კი მომდევნო, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დროს გადაგვივადა სასჯელი და რადგან, წესები უეფა-ს ერთა ლიგაზე დაირღვა, „სანქცია" ავტომატურად ამ ტურნირის პირველ მატჩზე გადმოვიდა, რომელიც შესაძლოა საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანიც კი გამოდგეს.


ვიდრე ჩრდილოეთ ირლანდიელები თბილისში ჩამოვიდოდნენ, ჩვენი დღევანდელი სტუმარი გუნდის ფანების გარკვეულმა ჯგუფმა, დაახლოებით 70-მა ქომაგმა თბილისისკენ ავიაბილეთები და სასტუმროები „ბევრად ადრე" დაჯავშნა, სანამ უეფა-ს სასჯელი გახდებოდა ცნობილიო. თუმცა, ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს რადგან საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ამ სანქციაზე ბევრად ადრე იყო ცნობილი.


რეალურად, სანქცირებული თამაშების მიუხედავად, უეფა-ს დისციპლინალურ '"სასჯელებში" არის „ხვრელები", მაგალითად 10-14 წლამდე ბავშვების დასწრების საკითხი და კიდევ ერთი ჭეშმარიტება, რომ სტუმარ გუნდს 200-კაციანი კვოტა მაინც რჩება, საკუთრი ქომაგისთვის (ოფიციალური დელეგაციისა და ოჯახის წევრები) თუმცა, ტრადიციულად ამ რიცხვში არიან ხოლმე ყველაზე რადიკალური ქომაგებიც კი, მაგალითად, როტერდამის „ფეიენოორდს", როდესაც „დინამო არენაზე", „დინამო თბილისმა" საპასუხო მატჩი ჩაატარა რამდენიმე წლის წინ, 200-კაციან კვოტაში დაახლოებით 100 ასეთი ქომაგი იყო.


რაც შეეხება ჩრდ. ირლანდიელებს, სტუმარი გუნდის მედიის ინფორმაციით, არიან ისეთები, ვინც ხსენებულ კვოტაში ვერ მოხვდა. რა თქმა უნდა, სტადიონზე ვერ შევლენ, მაგრამ გამოცემებთან ინტერვიუში ისინი ამბობენ, რომ მატჩის დროს „დინამო არენასთან" ახლოს, თბილისის რომელიმე ბარში შეიკრიბებიან, იქიდან უგულშემატკივრებენ თავისიანებს და ქართულ ლუდსა და სტუმართმოყვარეობას დააგემოვნებენ.


უშუალოდ თამაშს, რომ დავუბრუნდეთ, თბილისში ჩამოსვლამდეც და უკვე გუშინ, მატჩის წინა პრესკონფერენციაზეც, ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ ჩრდ. ირლანდიელთა მთავარი საფიქრალი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, მაიკლ ო'ნილის აზრით დღევანდელი გადმოსახედიდან საუკეთესო მსოფლიოში. თუმცა, იქვე წერენ და აღნიშნავენ, რომ ჩრდ. ირლანდიის ახალგაზრდული გუნდი ფიზიკურად ძალიან ძლიერი, „მშიერი" და აგრესიულია, ამიტომ საქართველოს ნაკრებს იოლი გასეირნება არ ელის, განსაკუთრებით ცარიელი ტრიბუნების პირობებშიო.


ისე, მაიკლ ო'ნილმა, როდესაც გუშინ მას, მოლოდინებზე, არა კონკრეტულად დღევანდელ მატჩთან დაკავშრებით, არამედ, ზოგადად მოლოდინებზე ჰკითხეს, ფურცელზე ჯგუფის მთავარ ფავორიტად უნგრეთი დაასახელა, ილაპარაკა ჩვენს ნაკრებზეც, აი, უკრაინაზე კი, არაფერი ითქვამს - ვერ გეტყვით, ჩამოწერა თუ, უბრალოდ გამორჩა.


ამას გარდა, შესაძლოა მაიკლ ო'ნილმა და მისმა გუნდმა არც ის იცის, რომ ტრიბუნაზე არა, მაგრამ ქართველი ქომაგი გუნდს მარტოს არ დატოვებს და ამის გამოცდილება კოვიდისდროინდელი აკრძალვებიდან გვაქვს. აი სტადიონის გარეთ კონცენტრირებული ქომაგის ხმაც, რომ მოედანზე ჩვეულებრივ აღწევს, როგორც ჩანს არც ამის შესახებ იციან არაფერი.