ბათუმში დღეს ახალგაზრდული გრან პრის V ეტაპი დაიწო
24.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ბათუმში სტარტი აიღო ISU-ს იუნიორთა გრან პრის მე-5 ეტაპმა, რომელშიც საქართველო სამი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. გოგონათა შორის ორი წარმომადგენელი გვყავს, ინგა გურგენიძე, და აჭარის საციგურაო სკოლის აღზრდილი ქეთევან მახარაძე. ერთეულ ბიჭებს შორის კი, ამჯერად მაკარ ნიკოლაევი ასპარეზობს.


ბათუმის ეტაპი სამ დღეს გასტანს და მედლების პირველი კომპლექტი ხვალ გათამაშდება, ბიჭებს შორის. ხვალვე ასპარეზობა სპორტულ ცეკვებში დაიწყება და ამ დისციპლინაში რიტმულ ცეკვებში სცდიან წყვილები ძალებს. დღის მეორე ნახევარში კი, ბიჭები ხსენებულ მედლებს გაითამაშებენ. მოკლე პროგრამის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენელმა 67.18 (33.83 /         33.35) ქულა დააგროვა და თავისუფალი პროგრამის წინ მე-8 ადგილს იკავებს. შესაბამისად,  მაკარი ხვალ ბოლოს წინა ჯგუფში იასპარეზებს.


მოკლე პროგრამის შემდეგ, 64.77 (38.39 /26.38) ქულით მე-7 ადგილზეა ინგა გურგენიძე. ქართველმა მოციგურავემ, ანკარაში ერთი კვირით ადრე, წარმოდგენილ მოკლე პროგრამასთან შედარებით მაღალი ქულა დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ თურქეთის ეტაპზე ორი პროგრამის ჯამში, ქართველს საპრიზო ადგილამდე სულ ცოტა დააკლდა. ქეთევანმა კი, 42.56 (22.28 /21.28) ქულა დაიმსახურა და მიმდინარე წელს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებული საკუთარი შედეგივე ოდნავ გააუმჯობესა. აქვე გეტყვით, რომ გოგონებში, თავისუფალი პროგრამა და შესაბამისად მედლები, 26 სექტემბერს, თბილისის დროით, 15:40 საათიდან დაიწყება. ქეთევანი მე-3 ჯგუფში, ინგა კი, ბოლოს წინა მე-5 ჯგუფს დახურავს და ვიმედოვნებთ, რომ ორი პროგრამის ჯამში, ქართველი მოციგურავე მედლის აღებასაც მოახერხებს.