სხვა ნომინანტებისგან განსხვავებით, ხვიჩა საკუთარ თავზე არასდროს ლაპარაკობს
სხვა ნომინანტებისგან განსხვავებით, ხვიჩა საკუთარ თავზე არასდროს ლაპარაკობს
24.09.2026
ავტორი: მარიამ მესხი

თბილისში, „დინამო არენაზე" უეფა-ს ერთა ლიგის 2027 წლის გათამაშების პირველ მატჩამდე, ბოლო ვარჯიშს ატარებს საქართველოს ეროვნული ნაკრები. ტრადიციულად მატჩამდე, ვილი სანიოლი ქართულ მედიას ახლა. ამჯერად, მთავარ მწვრთნელთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იყო.


ვილი სანიოლი: „გუნდი გვყავს, რომელსაც ერთმანეთის ნახვა უხარია. ბოლო რამდენიმე თვე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების ტრავმების გამო ცოტა რთული გამოდგა. არ იყო ამ მატჩებისთვის მომზადება მარტივი, თუმცა ფეხბურთელებს შესანიშნავი თავდადება და ამბიცია აქვთ.


დღეს მხოლოდ ჩრ ირლანდიაზე ვისაუბრებ, კარგად ვიცნობთ ამ გუნდს, კარგად განვიხილეთ მათი თამაშები. ბრიტანული გუნდები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ და შესაბამისად, გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ მზად არ ვიქნებით, ტრავმის რისკი დიდია. ასევე ყურადღებას მივაქცევთ იმას, თუ რას ვაკეთებთ, როცა ბურთი გვექნება.


ორ ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ - ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯორჯ ბესტზე. შეიძლება კარგი კარიერა მქონდა, მაგრამ ხვიჩას ნიჭის 10%-იც არ მქონია. მიხარია, რომ კვარას ჯორჯ ბესტზე უფრო მშვიდი და წყნარი ცხოვრების წესი აქვს.


ოქროს ბურთის ზოგიერთი ნომინანტი ამბობს, რომ საუკეთესოები არიან, თუმცა კვარას ეს არცერთხელ უთქვამს, ის შესანიშნავი პიროვნებაა.


ჩემი პირველი შიში ტყუპებზე იყო რომ ერთმანეთში არ ამრეოდნენ. ოთომ თმა შეიჭრა, თუმცა სამწუხაროდ ტრავმაც მიიღო. ვარჯიშებზე ძალიან მომეწონა და სანამ დაგვტოვებდა, ვუთხარი კიდეც, არ ინერვიულო, თუ ასე გააგრძელებ კლუბში თამაშს ნაკრებში აუცილებლად დაბრუნდები-მეთქი.


რა თქმა უნდა, უკვე გადავწყვიტე ვინ ითამაშებს ხვალინდელ თამაშში. საბა საზონოვს ვუთხარი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დაბრუნდა, იმიტომ, რომ ის შესანიშნავი მცველია და უფრო მეტი უნდა ითამაშოს, თუმცა ამ მომენტისთვის გოგლიჩიძე ერთი ნაბიჯით წინ არის და შესაბამისად, თამაშს სწორედ ის დაიწყებს.


სამწუხაროდ, პრესკონფერენციის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ნაკრებს ტრავმის გამო ოთარ მამაგეიშვილი გამოგვაკლდა. გუნდს მის ნაცვლად საბა ლობჟანიძე და ვლადიმერ მამუჩაშვილი დაემატება.