
საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 სექტემბერს ერთა ლიგის პირველ ტურში დინამო არენაზე ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს. მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ხვიჩა კვარაცხელია: „ძალიან მნიშვნელოვანია როგორ დავიწყებთ მიზანი ჯგუფის მოგებაა, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი გუნდები შეგვხვდა, მგონია, რომ დავამტკიცეთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია.
ალბათ, ოთხი თამაში 10 დღეში არცერთი გუნდისთვის იქნება მარტივი, თუმცა 2 თუ 3 წლის წინაც გვქონდა მსგავსი შემთხვევა და მაშინ მცირე დროში კარგად ვითამაშეთ, შესაბამისად, ამის გამოცდილება გვაქვს.
თავს იდეალურად ვგრძნობ და ამ ოთხ თამაშში პირველ რიგში ჩემს გუნდს დავეხმარები და სასურველ ფორმაში უფრო ჩავდგები. მომდევნო ოთხ მატჩში მოედანზე გაეცემა ყველაფერს პასუხი.
როცა შრომა გიფასდება, ძალიან სასიამოვნოა. გეძლევა მოტივაცია კიდევ უფრო მეტად იშრომო.
როცა გავიგეთ, რომ ხვალინდელ მატჩში ბავშვები გვიგულშემატკივრებდნენ, ძალიან გაგვიხარდა, იმიტომ, რომ მათგან ყველაზე მეტად ვგრძნობთ თანადგომას და სიყვარულს. ვიმედოვნებ, სახლშიც ბედნიერები დაბრუნდებიან.
ბედნიერი ვარ, როდესაც თორნიკეს ნაკრებში ვხედავ, უფრო მეტის სწავლა უნდა და იმედი მაქვს, რომ ჩემზე უფრო წარმატებული კარიერა ექნება.
ოქროს ბურთის ნომინანტობა უკვე სასიამოვნოა. ვნახოთ რა მოხდება. ბედნიერი ვარ, რომ პატარა ქვეყანას, საქართველოს წარმოვადგენ. ბავშვები როდესაც ამას ხედავენ იციან, რომ მათაც შეუძლიათ იმავეს მიაღწიონ. რამდენიმე ადამიანს უთქვამს, რომ როდესაც ვთამაშობ, ჯორჯ ბესტს ვახსენებ, და სასიამოვნოა, როდესაც მას მადარებენ.
ყველა თამაშში ერთნაირად მოტივირებული ვარ, არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სტადიონიდან გამოსვლის მერე დარწმუნებული ვიყო, რომ მოედანზე ყველაფერი დავდე და ბოლომდე დავიხარჯე.
სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში 40 წუთის წინ მივეცი მეც ხმა. გიორგი კვერნაძეს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ჰქონდეს ისეთი კარიერა, როგორიც თავად სურს".





ჩვენ







