
საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურში, გორის „დილამ" გასვლით შეხვედრაში თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე „სპაერი" დიდი ანგარიშით 1-4 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დუბლი მოჰამედ კანტემ შეასრულა. 22 წლის გვინეელმა ფეხბურთელმა ქართული საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე წრის ბოლო შეხვედრაში კანტეს არც ერთი გატანილი გოლი არ აღუნიშნავს და ამის განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა.
თამაშამდე ერთი დღით ადრე კანტეს დედა გარდაეცვალა. გვინეური ტრადიციით კი, გარდაცვლილს მომდევნო დღეს კრძალავენ. საქართველოდან გვინეამდე ჩასასვლელად კი, ფეხბურთელს, ყველაზე ცოტა ერთი სრული დღე დასჭირდებოდა და ფეხბურთელიც ვერ მოასწრებდა დედის დაკრძალვაზე ჩასვლას.
ამ მძიმე ტრაგედიის გამო საფეხბურთო კლუბმა „დილამ" მოჰამედ კანტეს კლუბის სოციალური ქსელით მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. თავად ფეხბურთელმა კი, გლოვის მიუხედავად თამაში გადაწყვიტა და დიდი ალბათობით, გატანილი გოლებიც მის ხსოვნას მიუძღვნა.
ფოტო: „დილა" / ნინი ქიქავა





ჩვენ







