
„აპოლომ" ესპანურ „საბადელთან" 10 ბურთიანი სხვაობით, 12-22 (იხილეთ მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი) წააგო, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულმა კლუბმა, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან, ერთი რანგით დაბალ, „ევრო თასზე" გადაინაცვლებს სადაც კიდევ ერთი ქართული კლუბი, თბილისის „დინამო" ასპარეზობს.
დღევანდელი შეხვედრა კი, რომელშიც ქართულ კლუბს საბა ტყეშელაშვილი და ვუკ დრაშკოვიჩი აკლდნენ, თითქოს, „აპოლოს" კარნახით დაიწყო, ჩვენი გუნდი 3 ბურთით დაწინაურდა ფელიპ გარდაშევიჩისა და ანდრია ბითაძის გოლების წყალობით. თუმცა, ამის შემდეგ, გუნდმა დაცვაში თამაში ჩააგდო და ხუთი გოლი გაუშვა ისე, რომ თავად, ვერც ერთი ვეღარ გაიტანა. პერიოდი 3-5 წავაგეთ.
უიღბლობა მეორე მეოთხედშიც გაგრძელდა, რომელიც პირველის იდენტური ანგარიშით 3-5 დასრულდა. ასე, რომ პირველი ტაიმი, ოთხბურთიანი სხვაობით წავაგეთ. ფაქტიურად, ვერაფერს ვუხერხებდით ავერკას, რომელმაც საბოლოოდ 7 გოლი გაგვიტანა. მესამე პერიოდში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა და 8 ბურთამდეც გაიზარდა. ფაქტია, რომ დღეს, ქართულმა გუნდმა ყველა პერიოდი წააგო, ბოლო ორი, 2-7 და 4-5.
ქართული გუნდიდან დღეს გოლები გაიტანეს: ფილიპ გარდაშევიჩი (5), ნიკოლა მოსკოვი (2), სრდან ვუკსანოვიჩ (2), ანდრია ბითაძე (1), დუშან ვასიჩი (1), მატია სლატოვიჩი (1).
აქვე გეტყვით, რომ თბილისის ოლიმპიკში, სადაც წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის „ბრეშამ" პენალტების სერიაში 21-18 წააგო „ბუდვასთან". ჯგუფიდან კი, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას, „ბრეშა" და „საბადელი" აგრძელებენ.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი / „აპოლო"





ჩვენ







