
მაკედონიაში ჯუდოს ევროპის 2026 წლის თასი საქართველოს ჰიმნით დაიხურა, რომელიც +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე საბა ინანეიშვილის საპატივცემულოდ აჟღერდა. დღეს სკოპიეში ჯუდოში, ევროპის თასის დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ტურნიურში საქართველოს 14 სპორტსმენი წარმოადგენდა. საბოლოოდ, ჩრდ. მაკედონიიდან ჩვენი გუნდი 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით ბრუნდება. თუმცა, ოდნავ თანმიმდევრობა.
აქვე, შეგახსენებთ, რომ ასპარეზობის პირველ დღეს, -73 კგ წონით კატეგორიაში, ტურნირის გამარჯვებული თენგო ზირაქაშვილი გახდა.
დღეს კი, სკოპიეს ტატამზე დღეს ქართველები ოთხ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ:
-81 კგ გიორგი არღვლიანი, ვაჟა ავაზნელი
-90 კგ ნიკოლოზ დავლაძე, საბა გველესიანი
-100 კგ ნოდარი ალაფიშვილი
+100 კგ გიორგი ბადუაშვილი, საბა ინანეიშვილი, საბა ქარდავა
საბოლოოდ, რვა ჯუდოკადან, ფინალურ ბლოკში ხუთმა მოახერხა გასვლა. -81კგ წონით კატეგორიაში 1/2 ფინალი წააგო გიორგი არღვლიანი და საბოლოოდ ბრინჯაოსთვის იბრძოლა, თუმცა, საბოლოოდ, მედლის გარეშე დარჩა.
-90 კგ წონითი კატეგორია, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით ქართულ წონად ითვლება, სკოპიეში მთლიანად რუსული აღმოჩნდა. ალბათ, ქართულ გუნდს, ამ შეიძლება ერთის შეხედვით უმნიშვნელო დეტალზე მოუწევთ დაფიქრება.
-100კგ წონით კატეგორიაში ფინალი წააგო ნოდარ ალაფიშვილმა სერბ ლაზარ ზდრალესთან და მხოლოდ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
+100 კგ-ში კი, ქარულ გუნდს სამი მედლის მოგება შეეძლო. უფრო მეტიც, იყო შანსი ქართული ფინალიც ყოფილიყო, თუმცა, გიორგი ბადუაშვილმა 1/2 ფინალი დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა, სადაც სამწუხაროდ, რუსეთის წარმომადგენელთან ჰანსოკუ-მაკეთი დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
სამაგიეროდ, ბრინჯაოს მედალი მოიგო საბა ქარდავამ, რომელმაც 1/2 ფინალიდან ბრინჯაოსთვის საბრძოლველად ქართული დაპირისპირებიდან გადაინაცვლა და საბოლოოდ, ბრინჯაოს მოგება მოახერხა.
ერთ სულის ამოსუნთქვაზე გაიარა მთელი ტურნირი საბა ინანეიშვილმა, რომელმაც ფინალში ტომაშ პაშკა იპონით დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ფოტო: (C) EJU





ჩვენ







