
„აპოლო", რომელიც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში პირველი სამი პერიოდი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ბევრად მრისხანე „ბრეშას" წინააღმდეგ, მეოთხე პერიოდის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე „აიჭრა" - გოლებიც გაუშვა და პენალტიც ვერ გაიტანა. ყველაფერი კი, VAR-ზე გადამოწმებული მომენტის შემდეგ დაიწყო, რომელსაც ორივე გუნდი ითხოვდა და საბოლოოდ კი, იტალიელთა სასარგებლოდ გადაწყდა.
მეორე ტურის შეხვედრა კი, ქართული გუნდის გოლით დაიწყო. ანგარიში მე-36 წამზე ნიკოლა მოსკოვის გოლით გაიხსნა. თუმცა, ისევე როგორც გუშინდელ მატჩში, ამის შემდეგ, „აპოლომ" ორი გოლი გაუშვა და ჩვენ დროებით მდევრის როლში აღმოვჩნდით. განსხვავებით გუშინდელი შეხვედრისა ანდრია ბითაძისა და სრდან ვუკსანოვიჩის გოლებით დაწინაურდა და მთელი სამი პერიოდი „ბრეშა" მდევრის როლში აღმოჩნდა. პირველი პერიოდის შემდეგ „აპოლო" 5-4-ს იგებდა. გამომდინარე იქიდან, რომ მეორე მეოთხედი ფრედ, 5-5 დასრულდა, ქართულმა კლუბმა, პირველი ტაიმი 10-9 მოიგო.
საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მესამე პერიოდში. „აპოლომ", თუ არ ჩავთლით წვრილმან შეცდომებს, ძირითადად დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე, ამ მონაკვეთის შემდეგაც მოვახერხეთ ანგარიშში წინ ვყოფილიყავით, ამჯერად 14-13. პერიოდი კი ფრედ, 4-4 დასრულდა. ამ მონაკვეთში „ბრეშა" %-ულობით კარგად იყენებდა რიცხობრივ უპირატესობას, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს გუნდზე. აი, ბოლო მეოთხედის სტარტზე კი, იტალიელებმა გაგვითანაბრეს, გადაგვასწრეს და ახლა ჩვენ ვცილობდით დაწევას. თუმცა, შევედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, მას შემდეგ, რაც სრდან ვუკსანოვიჩმა მოახერხა გათანაბრება (16-16), საქმეში ზემოთხსენებული VAR-ი ჩაერთო. ფაქტია, რომ ამ მომენტის შემდეგ, ქართული კლუბი „აიჭრა", „ბრეშამ" კი, ანგარიში გაზარდა, პერიოდი 3-8 მოიგო, თამაში კი, 17-21 (იხილეთ მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი).
„აპოლოდან" დღეს გოლები გაიტანეს: ნიკოლა მოსკოვი (6), ანდრია ბითაძე (3), სრდან ვუკსანოვიჩი (3), დმიტრი ალექსეევი (2), ვუკ დრაშკოვიჩი (1), ნემანია ვიცო (1), მარტინ გარდაშევიჩი (1)
ხვალინდელ, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვუკ დრაშკოვიჩი და საბა ტყეშელაშვილი. თუმცა, იმედი გვაქვს, გუნდში დაბრუნებული მოთამაშეები „საბადელთან" შეხვედრას თავს გაართმევენ და გაიმარჯვებენ.
დღეს, ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა „საბადელი" - „ბუდვა" 20-12 დაამარცხა და ახლა, ჯგუფში, ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე ხვალინდელ მატჩამდე გადაგვასწრო. ხვალ კი, ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო დღეა. „აპოლო" გამარჯვების შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ჯგუფის ლიდერი „ბრეშა" აუტსაიდერ „ბუდვასთან" წააგებს გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავა. რადგან ჯგუფიდან 2-2 გუნდი გადის. ფრეს შემთხვევაში კი, საქმეში ბურთების სხვაობით გაირკვევა მეორე ადგილოსანი.
20 სექტემბერი
17:00 „ბუდვა" - „ბრეშა"
19:00 „აპოლო" - „საბადელი"
ჩვენ უბრალოდ, არ გვინდა დავუშვათ „საბადელისთან" მარცხი ვარიანტი და გუნდიც გამარჯვებისთვის გამოვა სათამაშოდ. თუმცა, ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, „აპოლო" ერთი რანგით დაბალ ტურნირზე გადაინაცვლებს, სადაც საქართველოს კიდევ ერთი ქართული კლუბი, „დინამო თბილისი" წარმოადგენს.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი / „აპოლო"





ჩვენ







