თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის გამარჯვებულია
თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის გამარჯვებულია
19.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს სკოპიეში ევროპის თასის გათამაშება დაიწყო ჯუდოში. მაკედონიაში მიმდინარე ტურნირზე ქართული გუნდი მხოლოდ კაცებით არის წარმოდგენილი და ყველა წონით კატეგორიაში მედლებისთვის 14 სპორტსმენით იბრძოლებს.


ტურნირის პირველ დღეს ქართველებმა მედლებისთვის სამ წონით კატეგორიაში დაიწყეს ბრძოლა:


-60 კგ ლუკა გადელია 

-66 კგ გიორგი დულარიძე, ლუკა საგანელიძე

-73 კგ თენგო ზირაქაშვილი, თორნიკე მოსიაშვილი, მათე ბერუაშვილი 


1/2 ფინალში გასვლა მხოლოდ თენგო ზირაქაშვილმა მოახერხა.  ქართველმა ჯუდოკამ, რომელმაც პირველი წრიდან დაიწყო, ბადეში ესპანელი, ბულგარელი, ებრაელი და ბელგიელი მეტოქეები დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენლის ალიმ აბიტოვი დაამარცხა და ფინალში, მორიგ რუსს დაუპირისპირდა. აი, აქ კი ზირაქაშვილს ბევრი აღარ დაუხანებია და ბაგატირ აკაევი იპონით დაამარცხა.


ევროპის თასზე მედლების ბოლო კომპლექტები ხვალ, 20 სექტემბერს გათამაშდება. ქართული გუნდიდან კი, ტატამზე 8 ჯუდოკა წარსდგება:


-81 კგ გიორგი არღვლიანი, ვაჟა ავაზნელი

-90 კგ ნიკოლოზ დავლაძე, საბა გველესიანი

-100 კგ ნოდარი ალაფიშვილი 

+100 კგ გიორგი ბადუაშვილი, საბა ინანეიშვილი, საბა ქარდავა