
ბულგარეთში მიმდინარე ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, წარმატებული სტარტის შემდეგ, „ბათუმი" რუმინულ „ორადეასთან" 77-93 დამარცხდა, თუმცა, ქართული კლუბი, ევროტურნირებზე ასპარეზობას აგრძელებს. ტურნირის დებულების თანახმად, ბათუმელმა რანგით დაბალ, ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლეს და რეგულარულ ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ბათუმელებმა დავით ლომიძისა და გიორგი ოჩხიკიძის სამქულიანებით 6-0 წაიყვანეს, პირველი პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, რუმინელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ 21-25 გაიმარჯვეს. მატჩის ბედი, კი, მეორე პერიოდში გადაწყვიტეს, როდესაც 16-30 მოიგეს. მესამე მეოთხედში, „ბათუმმა" მოახერხა მოგება 21-15, თუმცა, საერთო ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 6 ქულით შეამცირა. ბოლო მე-4 პერიოდის წინ ანგარიშში სხვაობა 12 ქულა (58-70) იყო. თუმცა, ბოლო ათწუთეულში ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა ამ სხვაობის აღმოფხვრა და თამაშის თუნდაც, ოვერტაიმში გადაყვანა და 19-23 წააგო.
ქართული გუნდიდან ყველაზე შედეგიანი ლარი ჰოუველი იყო, რომელმაც 23 ქულის დაგროვება მოახერხა. ერთით ნაკლები 22 ქულა დააგროვა გიორგი ოჩხიკიძემ. კარსონ ბაშამმა კი, კვლავ ორმაგი დუბლი შეასრულა, ამჯერად 10 ქულითა და 11 მოხსნით.
იხილეთ მატჩის სტატისტიკა.
აქვე დავაზუსტებთ, რადგან ბათუმელებმა 1/4 ფინალში შვეიცარიულ „ფრიბურგს" მოუგეს (86-85), ხოლო 1/2 ფინალში რუმინულ „ორადეასთან" დამარცხდნენ (77-93), მათ ავტომატურად გაინაღდეს ადგილი ფიბა-ევროპის თასის რეგულარულ ჯგუფურ ეტაპზე.
ჯგუფურ ეტაპზე კი, ქართულ გუნდს, 10 საინტერესო და დაძაბული მატჩი ელის. მიმდინარე იქიდან, რომ მიმდინარე სეზონში ფიბა-ევროპის თასის ფორმატი ოდნავ შეიცვალა და ჯგუფებში 4-4-ის ნაცვლად 6-6 გუნდია, კალათბურთის ბათუმელ ქომაგს, საშინაო არენაზე 5 და შესაბამისად გასვლაზეც ამდენივე საინტერესო მატჩი ელის.
„ბათუმთან" ერთად A ჯგუფში მოხვდნენ: „სპლიტი" (ხორვატია), „ტრეპჩა" (კოსოვო), „გლადიატორს ტრირი" (გერმანია), „პრომიტეას პატრასი" (საბერძნეთი), „ოპავა" (ჩეხეთი).
რეგულარული სეზონის სტარტი დაახლოებით ორ კვირაში 6-7 ოქტომბერს აიღებს. თამაშები ტრადიციულად შუა კვირაში, სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩატარდება. ჯგუფური ეტაპი კი, 23 დეკემბრამდე გასტანს. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან ტროფეისკენ 2-2 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ფიბა-ევროპის თასის კალენდარი უკვე გაწერილია, ცნობილია, რომ ბათუმელები პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებენ, პირველ საშინაო შეხვედრას კი, 14 ოქტომბერს გამართავენ (კალენდარი განახლებადია, იხილეთ ბმული).
ფოტო: (c) FIBA





ჩვენ







