„ბათუმმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო
„ბათუმმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო
16.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკალათბურთო კლუბი „ბათუმი" ფიბა-ს საკლუბო ტურნირზე „მოგზაურობას" წარმატებით იწყებს. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ისტორიაში, რომელშიც „ბათუმი", თბილისის „დინამოს" თსუ-სა და „ქუთაისი 2010"-ის შემდეგ, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე მე-4 ქართული კლუბია, აჭარული კლუბი თვის მხრივ, პირველია ქართული კლუბებიდან, რომელმაც გამარჯვება მოახერხა.


დაძაბულ ბრძოლაში, „ბათუმმა" შვეიცარიული „ფრიბურგი" 1/4 ფინალში ერთი ქულით,  86-85 დაამარცხა. ბულგარეთში მიმდინარე ტურნირზე, „ბათუმისა" და „ფრიბურგის" დაპირისპირებაში, რომელშიც მატჩის ძირითადი დრო აჭარული გუნდი ლიდერობდა და საფინალო სირენამდე 10 ქულითაც იყო წინ, ბოლო წუთებზე „გაიყინა". მეტოქემ კი, ანგარიშ გაათანაბრა, 83-83. მატჩის დასრულებამდე, 15 წამით ადრე კი, შვეიცარიელები 2 ქულით წინაც კი გავიდნენ, 83-85. შესაბამისად, გიორგი ოჩხიკიძის ზუსტმა სამქულიანმა, თამაშის ბოლოს, ოქროს ფასი დაიდო.   


ბათუმელთაგან, ყველაზე შედეგიანი ვალდი ზეფირი გახდა 18 ქულით. გიორგი ოჩხიკიძემ 17 ქულითა და ათი პასით დაასრულა ასპარეზობა. კარსონ ბაშამმა კი, 16 ქულა დააგროვა 12 მოხსნასთან ერთად და ორმაგი დუბლი შეასრულა.


1/2 ფინალი 18 სექტემბერს გაიმართება. „ბათუმის" მეტოქე რუმინულ „ორადეასა" იქნება.

 

ფოტო: (c) FIBA