
ანკარაში რამდენიმე წუთის წინ იუნიორთა შორის ISU-ს გრან პრის მე-4 ეტაპის თავისუფალ პროგრამაში გამოსვლა დაასრულეს ქართველმა მოციგურავეებმა. მოკლე პროგრამის შემდეგ, 39 მონაწილეს შორის ინგა გურგენიძე მე-8 ადგილზე იყო, ჩვენი გუნდის დებიუტანტი ამალია ნასიბულინა კი, მე-6. შესაბამისად ჩვენი გუნდის წარმომადგენლები თავისუფალ პროგრამაში, რომელიც თბილისის დროით 17:30 საათიდან დაიწყო და 23:30 საათამდე გაგრძელდა, ბოლოს წინა და ბოლო ჯგუფებში ასპარეზობდნენ.
ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ არა ჩვენი გოგონების მიერ დაშვებული შეცდომები, არ იყო გამორიცხული, რომ ისინი პრიზიორებს შორის გეხილა.
თავისუფალი პროგრამის შემდეგ ინგამ 110.15 (56.83/53.32) დააგროვა და მე-5 ადგილზე გავიდა. ორი პროგრამის ჯამში კი, ქართველმა მოციგურავემ 169.72 ქულით მეხუთე ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
მოკლე პროგრამის მსგავსად, სტაბილურად მე-6 შედეგი დააფიქსირა თავისუფალ პროგრამაში ამალიამაც, რომელმაც 105.52 (55.98 /50.54) ქულით დაასრულა აღნიშნულ დისციპლინაში გამოსვლა. ორი პროგრამის ჯამშიც, ნასიბულინა 168.68 ქულით მე-6 იყო.
შეგახსენებთ, რომ ISU-ს გრან პრის მე-5 ეტაპს საქართველო, ბათუმი უმასპინძლებს. ინგა გურგენიძეს, საკუთარ კედლებში და ყინულის სასახლეში, სადაც კარგად გამოსდის ასპარეზობა, შანსი აქვს უფრო მაღალი შედეგი აჩვენოს. ინგასთან ერთად ამჯერად, საქართველოსთვის ბათუმელი მოციგურავე ქეთევან მახარაძე იასპარეზებს. ბიჭების ერთეულთა თანრიგში იასპარეზებს, ჩვენი გუნდის დებიუტანტი მაკარ ნიკოლაევი. ბათუმის ეტაპი 24-26 სექტემბერს გაიმართება. ასე რომ თუკი, ამ პერიოდში ბათუმში იქნებით არ გამოტოვოთ. საკმაოდ საინტერესო შეჯიბრი გველის.
ფოტო: © ISU





ჩვენ







