
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე გუნდის შემადგენლობა დღეს ოფიციალურად დაასახელა. 4-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ბაქოში დაგეგმილ ტურნირზე ჩვენი გუნდი 13 ჯუდოკათი გაემგზავრება საასპარეზოდ, რომელთაგან, 4 ქალი, ხოლო 9 კაცი სპორტსმენი იქნება. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ჩვენი გუნდი 3 წონაში (-90 კგ, +100 კგ, -57კგ) „გაორებული" შემადგენლობით იასპარეზებს.
კაცები:
-60 კგ გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-100 კგ ილია სულამანიძე
+100 კგ გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
გოგონები:
-57 კგ ეთერი ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-70 კგ ნინო გულბანი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი
მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ ყოველდღიურად მედლები ორი წონით კატეგორიაში (7 კაცი, 7 ქალი) გათამაშდება. აი, ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატი კი, 11 ოქტომბერს შერეული გუნდური ჩემპიონატით დასრულდება, სადაც მოქმედი ჩემპიონი საქართველოს გუნდია. ასე, რომ ჩვენებს ტიტული აქვთ დასაცავი.





ჩვენ







