მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ პირველი მატჩი მოიგო
მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ პირველი მატჩი მოიგო
18.09.2026
ავტორი: მარიამ მესხი

სანაკრებო შეკრებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ნაკრების შემადგენლობაც ცნობილია. შესაბამისად, ჩვენი ინტერესით იმ ქართველ ლეგიონერებზე, რომლებსაც უახლოეს ორი კვირის მანძილზე დავაკვირდებით, უფრო გაზრდილია.


დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში საბა საზონოვის „ხეტაფე" სტუმრად „ბეტისს" დაუპირისპირდა. ქართველი მცველის გუნდი მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა, ხოლო საზონოვი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.


ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა" კი" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო. „ყვითელი წყალქვეშა ნავი" „მალაგას" ესტუმრა და დამაჯერებლად, ანგარიშით 1-3 მოიგო. ჟორჟმა მატჩი სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 63-ე წუთზე შემოვიდა.


ექვსი ტურის შემდეგ, საზონოვის „ხეტაფე" 5 ქულით მე-16 ადგილზეა. ასევე ხუთი ქულა აქვს მიქაუტაძის „ვილიარეალსაც", რომელიც სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.