იუნიორთა გრან პრის ეტაპზე ორი ქართული გუნდიდან ათეულშია
17.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ანკარაში სტარტი აიღო ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა გრან პრის მე-4 ეტაპმა, რომელზეც საქართველო ორი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ინგა გურგენიძემ და ამალია ნასიბულინამ მოკლე პროგრამით იასპარეზეს.


ამალიამ, რომელიც ყინულზე პირველი გამოვიდა  63.16 (38.79 /24.37) ქულით მე-6 ადგილით დაასრულა პირველ დისციპლინა. რაც შეეხება ინგას, ის ყინულზე მე-7 ნომრით ასპარეზობდა, თუმცა, აქაც ჩვენმა წარმომადგენელმა 59.57 (34.21 / 26.36) ქულით მე-8 ადგილით დაასრულა დღევანდელი გამოსვლა.


აღსანიშნავია, რომ ინგამ და ამალიამ, ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად მოახერხეს აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ორი წარმომადგენლით ათეულში მოხვედრა. ამან კი, თავის მხრივ საქართველოს გუნდის წევრებს ხვალინდელ დღეს, თავისუფალი პროგრამაში მე-6 და მე-7 ჯგუფებში ასპარეზობის უფლება მისცა, შესაბამისად, ჩვენი გოგონები უძლიერეს იუნიორ მოციგურავეებთან ერთად შეეცდებიან მედლებისთვის იბრძოლონ.


თავისუფალი პროგრამა ხვალ, თბილისის დროით 17:30 დაიწყება.


აქვე გეტყვით რომ ISU-ს იუნიორთა გრან პრის შემდეგი ეტაპი საქართველოში გაიმართება. 24-26 სექტემბერს ტურნირს და შესაბამისად მსოფლიო ფიგურული ციგურაობის ამომავალ ვარსკვლავებს ბათუმის ყინულის არენა უმასპინძლებს.