
ვილი სანიოლის შემდეგ, სექტემბერ-ოქტომბრის თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ. ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩებს გამართავს. 7 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 9 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს ჯგუფში (იხილეთ სტატია), შესაბამისად 21-წლამდეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამოცანა დარჩენილ თამაშებში, მომავალი შესარჩევი ციკლისთვის გუნდის შეთამაშება უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს. შესაბამისად, სულაც არ ყოფილა მოულოდნელი გუნდში ახალი სახეების გიორგი ჩუბინიძის, ალექსანდრე ფეიქრიშვილსა და თორნიკე კვარაცხელიას ხილვა.
აქვე გეტყვით, რომ მომავალ შეკრებაზე გუნდთან ერთად კაპიტანი გაბრიელ სიგუა და ანდრია ბართიშვილი ტრავმების გამო ვერ იქნებიან. დიდი ალბათობით, ბართიშვილს ასაკის გამომ, სვანაძის მომავალ გუნდში უწევს თამაში. აი, სიგუას კი, ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად დიდ კონკურენციაში მოუწევს ადგილის მოპოვება.
მანამდე კი, სვანაძის შემადგენლობაში 23 ფეხბურთელია გამოძახებული:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ ჟილი", ბელგია); მცველები: რატი გრიგალავა („სუდუვა", ლიტვა), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913"), დავით ბუკია („ტორპედო" ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი („კაპფენბერგი", ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე („სამგურალი"), საბა ხარებაშვილი („ბაშაქშეჰირი", თურქეთი); ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია1999"), ლუკა წულუკიძე („დინამო ბათუმი"), გურამ ჯაფარიძე („დინამო ბათუმი"), ალექსანდრე ფეიქრიშვილი („გაგრა"), გიორგი რობაქიძე („ოდესის ჩერნომორეცი", უკრაინა), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი", ინგლისი), ალეკო ბასილაძე („სლოვან ლიბერეცი", ჩეხეთი); თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტორპედო" ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი", ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია („დინამო თბილისი"), ვახტანგ სალია („ნიუკასლ იუნაიტედი").
ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო სამ შეხვედრას შემდეგ თანმიმდევრობით გამართავს:
26 სექტემბერი 19:00, თბილისი, მიხეილ მესხი / საქართველო - საბერძნეთი
1 ოქტომბერი 20:00, შოუგრაუნდსი - ბალიმენა / ჩრ. ირლანდია - საქართველო
6 ოქტომბერი 22:45, შიუკო არენა - ბილეფელდი / გერმანია - საქართველო
შეგახსენებთ, რომ თბილისში დაგეგმილ თამაშზე დასასწრები ბილეთები გაყიდვაშია და მათი ღირებულება 5 და 10 ლარს შეადგენს.





ჩვენ







