
არველაძეების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრებში კვლავ გამოძახებულები არიან ტყუპები, ამჯერად მამაგეიშვილები. თუკი გიზიმ უკვე, მოახერხა თავის წარმოჩენა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, ოთოს, ჯერ ყველაფერი წინ აქვს. მის გარდა, ვილი სანიოლის სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო შეკრებაზე სხვა დებიუტანტი არ არის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ ოთარ კაკაბაძე, რომელსაც სხვათა შორის ზაფხულის ამხანაგური თამაშების დროს სანიოლი ყველა პრეს-კონფერენციაზე აანონსებდა და ასევე, საბა საზონოვი. გუნდში კვლავ გამოჩნდა გიორგი გაგუა, რომელსაც სლოვაკეთის თითქმის ყველა ტურნირის ყველა მატჩში გააქვს, ან საგოლე გადაცემას ასრულებს.
ზოგადად, თუ სანიოლის დღევანდელ შემადგენლობას გადავხედავთ, გუნდში ბევრი ვისაც გააქვს გოლი და ვინც საგოლე გადაცემებს ითვლის. მათ შორის ოქროს ბურთის კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელია.
სანიოლმა არ შეცვალა მეკარეთა სამეული, თუმცა, რაღა დაგიმალოთ და ოთო გოშაძეზე, რომელიც რეალურად „ტორპედოს" ნახევარია, თუ „სრული გუნდი" არა, განაცხადს მიღმა დარჩა. თუმცა, ისიც გასაგებია, რომ ახლა, „შეგუებისა" და „ადაპტაციის" დრო არ არის და არა მხოლოდ, მეკარეებთან მიმართებაში. ასე, რომ ვილომ დაუძახა მათ, ვინც საქმეში პირადად ჰყავს ნანახი, მათ შორის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე. აქვე, ალბათ არ მიწყენენ ლუკა და „კერესა", მაგრამ წვიმიან ლივერპულში „ტოტენჰემთან" ჩატარებული თამაშის შემდეგ, მართლა მიხარია, რომ „მამარდა" ამაყი და თავაწეული ბრუნდება და შესაძლოა, ამ მატჩით, ბევრ კითხვასაც გასცა პასუხი.
საქართველოს ჩემპიონატიდან ვილი სანიოლის განაცხადში ამჯერად ნოდარ ლომინაძე, რომელიც სტაბილურად თამაშობს „ტორპედოს" შემადგენლობაში და დავით კერესელიძე, გორის „დილადან" მოხვდნენ.
ასე და ამგვარად, უეფა-ს ერთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, 27 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე", თურქეთი), დავით კერესელიძე („დილა", საქართველო); მცველები: ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი", გერმანია), ლაშა დვალი („ცსკა 1948", ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე („მონცა", იტალია), ილია ბერიაშვილი („მტკ ბუდაპეშტი", უნგრეთი), საბა საზონოვი („ხეტაფე", ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე („ქაისერისფორი", თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია", ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო", ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ", აშშ), ოთარ მამაგეიშვილი („ვოლფსბერგი", ავსტრია), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო", საქართველო), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე", იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი აბუაშვილი („მეცი", საფრანგეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა სტრედა", სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)
უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშებისთვის მოსამზადებლად 21 სექტემბრიდან, თბილისში შეიკრიბება. ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში კი, ოთხ შეხვედრას გამართავს.
25 სექტემბერი, 20:00 / საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია
28 სექტემბერი, 20:00 / საქართველო - უკრაინა
2 ოქტომბერი, 22:45 / უნგრეთი - საქართველო
5 ოქტომბერი, 22:45 / ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო





ჩვენ







