
ორ დღეში წყალბურთში, საქართველოს ჩემპიონი „აპოლო" ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყებს ასპარეზობას. წილისყრით გადაწყდა, რომ B ჯგუფი, რომელშიც ჩვენი ჩემპიონი მოხვდა, თბილისში იასპარეზებს. სამი დღის მანძილზე ქართველ ქომაგს შესაძლებლობა ექნება თვალი მიადევნოს „ბრეშა" (იტალია), „საბადელი" (ესპანეთი), „აპოლო სპორტ მენეჯმენტი" (საქართველო) და „ბუდვა" (მონტენეგრო). აღნიშნულის შესახებ ჩვენი გვერდი ზუსტად ერთი თვის წინ იტყობინებოდა (იხილეთ ბმული). ამჯერად კი, დაზუსტდა თამაშების განრიგი, რომელიც 18 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბრამდე გასტანს.
18 სექტემბერი
17:00 „ბრეშა" - „საბადელი"
19″00 „აპოლო" - „ბუდვა"
19 სექტემბერი
17:00 „საბადელი" - „ბუდვა"
19:00 „აპოლო" - „ „ბრეშა"
20 სექტემბერი
17:00 „ბუდვა" - „ბრეშა"
19:00 „აპოლო" - „საბადელი"
მიუხედავად იმისა, რომ წყალბურთელთა იმერულ კლუბს, ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების საწყლოსნო კომპლექსი აქვს, სადაც მოსამზადებელ ეტაპებს ჩვენი ნაკრებიც გადის ხოლმე, „აპოლომ" ჩემპიონთა ლიგაზე საასპარეზო არენად თბილისის „ოლიმპიკი" აირჩია.
და ბოლოს, აქვე გეტყვით საქართველოს ჩემპიონის „აპოლოს" შემადგენლობას, რომელშიც ბევრი ჩვენი ქვეყნის წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრია და რომელიც ახალ სეზონში გვარიანად შეიცვალა და გაძლიერდა :დმიტრი ალექსეევი, იგორ ჩირკოვი, ვუკ დრაშკოვიჩი, მარტინ გარდაშევიჩი, ფილიპ გარდაშევიჩი, ხვიჩა ჯახაია, ბექა კაპანაძე, ნიკოლა მოსკოვი, ნინო მუდრაჟია, დრაგოლუბ როგაჩი, მატია სლატოვიჩი, ლაზარ სტეპანოვიჩი, საბა ტყეშელაშვილი, ანდრია ბითაძე, დუშან ვასიჩი, ნემანია ვიცო, სრდან ვუკსანოვიჩი.
ფოტო: (c) "აპოლო"





ჩვენ







