სამარყანდში, 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო
სამარყანდში, 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო
16.09.2026
ავტორი: TSFF.Ge

2 000-ზე მეტი მაყურებელი, 100-ზე მეტი მუსიკოსი და 200-ზე მეტი მოცეკვავე და მომღერალი -  საოპერო ნომრები, კლასიკური მუსიკა, ტრადიციული უზბეკური სამოსი, ხალხური შემოქმედება და საოცარი სცენოგრაფია - ასე გაიხსნა 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადა სამარყანდში, რომლის ღამის ცაც  3D პროექციებმა და დრონების შოუმ გაანათა, ჭადრაკის ფიგურები კი, პირდაპირ ცაში გაცოცხლდა.


ცერემონიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ტრადიციული ფერების წილისყრა იყო. დღეიდან პირველ ტურში კი, გუნდები უკვე დაფებთან შეხვდებიან ერთმანეთს.


ტრადიციულად, საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდიც სოლიდურად არის წარმოდგენილი -  ქალთა შორის იასპარეზებენ ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე. კაცებში კი - მიხეილ მჭედლიშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა, ბაადურ ჯობავა და ლევან ფანცულაია იასპარეზებენ.


პირველ ტურში ქალთა ნაკრები ტუნისის ნაკრებს დაუპირისპირდება, კაცებს კი, ეთიოპიელ მოჭადრაკეებთან უწევთ დაპირისპირება.