
„მეკარე იყო სასტარტო XI-ში იმ 10 ცვლილებას შორის, რომელიც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ „ენფილდზე" მესამე საშინაო მატჩისთვის გააკეთა. ეს იყო, მამარდაშვილის პირველი გამოჩენა ამ სეზონში და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა რამდენიმე მშვენიერი „სეივით", რათა „წითლები" გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასულიყვნენ" - ასე იწყებს სტატიას ინგლისური „ლივერპულის" ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც გიორგი მამარდაშვილის კომენტარსაც აქვეყნებს:
„სიგიჟე იყო. ჩვენ ყველაფერი გამოვიარეთ, მათ შორის ამინდიც! მაგრამ კარგი თამაში იყო. ვისიამოვნე. მიხარია, რომ „სეივების" გავაკეთე, რადგან ამით, ცოტა დავეხმარე გუნდს. კი, ბედნიერი ვარ. ერთი „სეივი" ახლახან ვნახ, გიჟური იყო, კარგი „სეივი". მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, მართლა მნიშვნელოვანი გამარჯვება. განსაკუთრებით „ენფილდზე" და ჩვენი ფანების წინაშე. მართლა ბედნიერი ვარ. მე არ მქონდა შანსი მეთამაშა ამ სეზონში, ამიტომ დღევანდელი დღით მინდოდა მესიამოვნა და ეს შევძელი. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ", - ამბობს მამარდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, მაკალისტერის (21'), გაკპოსა (54') და სობოსლაის (90'+1) გოლებით „ლივერპულმა" ანგარიშით 3-1 დაამარცხა „ტოტენჰემი" და EFL თასის მომდევნო 1/8 ფინალში გავიდა. ქართველმა მეკარემ კი, რომელიც მომავალ კვირას საქართველოს ნაკრებს შემოუერთდება 5 ულამაზესი სეივი შემოგვთავაზა. ასე, რომ წესით, გიორგი კარგ განწყობაზე უნდა შემოუერთდეს საკუთრ გუნდს.
სტატია მომზადებულია © liverpoolfc.com-ის მიხედვით





ჩვენ







