
მიმდინარე კვირის ბოლოს, დიდი ალბათობით საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას გავიგებთ. შესაბამისად, ამ ამბამდე, გაფაციცებით ვაკვირდებით ყველა ასაკისა და ხაზის ქართველ ლეგიონერს, ვინ იქნება ვილისთან და ვინ „სვანასთან". ბუნებრივია, უფრო მეტი აქცენტი ეროვნული ნაკრების კანდიდატებზე გვაქვს გადატანილი და ალბათ, რაც ყველაზე მეტად გვაფიქრებს ხოლმე, ჩვენი მეკარეების „უთამაშებლობაა". შესაბამისად, დღეს, როდესაც ერთი დღით ადრე დაანონსდა გიორგი მამარდაშვილის „ლივერპიურის" ძირითად შემადგელობაში თამაში, დათქმულ დროს მთელი თუ არა, საქართველოს 80% მაინც ამ მატჩს „ჩაუჯდა".
EFL თასზე, რომელშიც „ლივერპულმა" „ტოტენჰემს" უმასპინძლა პირველი რაც მოგვხვდა თვალში იყო წვიმა, რომელიც თამაშის დასასრულს ისე გაძლიერდა, რომ ტელეეკრანთან მყოფებს კადრებში ფეხბურთელებს გარჩევაც კი გაუჭირდებოდა, თუმცა, ვარჩევდით ერთს, რომელსაც ყვითელი ფორმა ეცვა და რომელმაც მისი კარისკენ პირველი სახიფათო დარტყმა მოიგერია. იმ ტაიმში ასეთი კიდევ ერთი იყო, საერთო ჯამში კი, ხუთი და ბოლო განსაკუთრებული თავის მნიშვნელობითაც და სირთულითაც. ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ამ შეხვედრაში საკმაოდ მაღლი შეფასება მიიღო და ზოგადად, კარგი თმაშიც ჩაატარა. თუმცა, ერთი ბურთი მაინც გაუშვა, 69-ე წუთზე სტანდარტულიდან გალაჰერის დარტყმული. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი, წესით მეკარეს უნდა გაეკონტროლებინა და ბოლომდეც აკონტროლა, თუმცა, ქართველს ერთი, რომ იჭერდნენ და მეორე საკუთარი მოთამაშეებიც ხელს უშლიდნენ. უნდა ყოფილიყო თუ არა ცოტა აგრესიული ამ მომენტში? ალბათ, უნდა ყოფილიყო, თუმცა, ესეც, სათამაშო პრაქტიკიდან და უშუალოდ სათამაშო სიტუაციებიდან გამოცდილებას მოაქვს. ისე, ზოგადად, ბოლოსკენ, თანაგუნდელები უფრო „ეცადნენ" გიორგის რეიტინგში მოემატა, რადგან მათგან ასხლეტით წასული მოგერიებული ბურთები გახდა, სწორედ, ქართველის თამაშის „ჰაილაითები". სხვათა შორის რეჟისორებმა ერთ-ერთი მოგერიებული ბურთის შემდეგ, კადრი ალისონზე გადაიტანეს, რომელიც ქართველ კოლეგას ტაშით აჯილდოებდა. „ლივერპულმა" კი, შეხვედრა მაკალისტერის (21'), გაკპოს (54') და სობოსლაის (90'+1) გოლებით მოიგო. რეალურად „ლივერპულმა" მთელი თამაში გააკონტროლა და კიდევ უფრო მეტი მომენტი გაანიავა, ვიდრე გაიტანა. ქართველის კლუბი, EFL თასის მომდევნო 1/8 ფინალშია.
![]() |
![]() |
ქართული ლეგიონის თემა ინგლისში რომ ამოვწუროთ EFL Trophy-ზე ვახტანგ სალიას თამაშზეც ვთქვათ ცოტა. ქართველის გუნდმა „ნიუკასლ იუნაიტედის U21"-მა გასვლაზე „იორკი" 1-3 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს მე-8 წუთზე, თუმცა, ქართველმა, რომელმაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო 44-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი, მისმა გუნდმა კიდევ ორი გოლი გაიტანა. რაც შეეხება „სალის", ის 70-ე წუთზე შეცვალეს და ჩვენებურმა საკმაოდ მაღალი შეფასებაც მიიღო.
ესპანურ ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში გიორგი წიტაიშვილმა, რომლის „რაიო ვალეკანომ" მე-6 ტურის საშინაო შეხვედრაში 2-1 დაამარცხა „ესპანიოლი". ქართველის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 2-0-ს იგებდა, თუმცა, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. ჩვენებურმა 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, ის, 76-ე წუთზე შეცვალეს. აღნიშნულ შეხვედრაში „წიტამ" კარში სამჯერ დაარტყა, დღევანდელი სამი ქულის შემდეგ კი, მისი გუნდი 7 ქულით მე-12 ადგილზეა, თუმცა, ტური ხვალ და ზეგ გაგრძელდება, მათ შორის ჩვენთვის საინტერესო თამაშებითაც, რომლებსაც დღის ბოლოს შევაჯამებთ.
ამჯერად სლოვაკეთის თასზე მართალია, თუმცა, გიორგი გაგუამ კვლავ გაიტანა, თან ორჯერ (12', 20'), პირველ ჯერზე გაათანაბრა, შემდეგ კი, „დუნაისკა სტრედა" გასვლაზე „ველკე ლუდინცესთან" ანგარიშში დააწინაურა კიდეც, თუმცა, მეორე ტაიმში, მოვლენები დრამატულად განვითარდა - მასპინძლებმა მეორე ტაიმის საწყის წუთებზე ორი გოლი გაიტანეს. აი, გაგუას გუნდმა კი, 75-ე და შემდეგ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კიდევ ერთი პენალტი გააფუჭეს, შეხვედრა 3-2 წააგეს და სათასო გათამაშებას ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშნენ.
ეს იყო 15 სექტემბერს, ხვალინდელი, თუმცა, უკვე დღევანდელი დღე კი, არანაკლებ საინტერესოდ არის დატვირთული ჩვენი ლეგიონის ჭრილში.
სტატიაში გამოყენებილია (c) "ლივერპულის" ფოტოები





ჩვენ









