
15 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში უეფა-ს აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის, უეფა-ს ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშებისას ლიგებს შორის აღზევება-დაქვეითების სისტემაში ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალ ფორმატზე ეტაპობრივ გადასვლას. უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშება 2028-29 წლების სეზონიდან ოთხის ნაცვლად სამი ლიგისგან იქნება შემდგარი. აღმასრულებელმა კომიტეტმა ეს ცვლილებები დაამტკიცა.
ამას გარდა, აღმასრულებელ სხდომაზე უეფა-ს საკლუბო ტურნირების ორი სეზონის, 2027-2028 და 2028-2029 წლების ფინალების მასპინძელი ქალაქები დასახელდა.
უეფას ჩემპიონთა ლიგა
2028 - მიუნხენი
2029 - ბარსელონა
უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა
2028 - ლიონი
2029 - კარდიფი
უეფას ევროპა ლიგა
2028 - ბუქარესტი
2029 - ბელგრადი
უეფას კონფერენს ლიგა
2028 - ტურინი
2029 - ბუდაპეშტი
უეფას სუპერთასი
2027 - ამსტერდამი
2028 - ასტანა
ამავე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2027 წლის უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპს შვეიცარიის ქალაქი ბილი უმასპინძლებს.
უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომა 7 დეკემბერს, ბელფასტში გაიმართება. ერთი დღით ადრე, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქი ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას უმასპინძლებს. იმედია ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრები რომელიმე კონკრეტულ კალათში იქნება.
სალონიკში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიიღო, რომელიც უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი 2023 წლიდანა არის და ასევე ხელმძღვანელობს უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტსა და ფიფა-ს ტექნიკური განვითარების კომიტეტს.





ჩვენ







