ბორჯღალოსანი გოგონები დიდ რაგბში - პირველი ნაბიჯები და დიდი გეგმები
ბორჯღალოსანი გოგონები დიდ რაგბში - პირველი ნაბიჯები და დიდი გეგმები
15.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი მორაგბე გოგონები ახალ სიმაღლეებზე გადიან. პირველად ქართული ქალთა სპორტის ისტორიაში 15-ქალა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, რაგბი ევროპის ალაფაზე ოთხი გუნდი თამაშობს. საქართველო ქალთა ნაკრები პირველ შეხვედრას 2027 წლის 6 თებერვალს, სტუმრად გერმანიასთან გამართავს, 13 და 27 მარტს კი, შვედეთსა და ფინეთს საქართველოში დაუპირისპირდება. ალბათ, აქ კიდევ ერთი გარემოებაა მნიშვნელოვანი - ეს იქნება 15-ქალა ნაკრების პირველი ოფიციალური თამაშები მშობლიურ კედლებში, საქართველოში!

6 თებერვალი: გერმანია - საქართველო

13 მარტი: საქართველო - შვედეთი

27 მარტი: საქართველო - ფინეთი

მოგეხსენებათ, საქართველო დიდი ხანია რაგბის ქვეყნად არის სახელგანთქმული, თუმცა წლების განმავლობაში სპორტი ეს სახეობა, საზოგადოების ცნობიერებაში კაცთა ეროვნულ ნაკრებთან და ბორჯღალოსანთა წარმატებებთან ასოცირდებოდა. დღეს კი, რეალობა იცვლება. უკვე ოფიციალურად, ასპარეზზე საქართველოს 15-ქალა მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გამოვიდა, რომელიც უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ეტაპს გადის და უკვე მყარად იკიდებს ფეხს ევროპულ რაგბში.


ჩვენი გუნდი რაგბი ევროპის მესამე, კონფერენც დივიზიონში შარშან ნოემბერში ჩაერთო და ორი თამაში, თანაც გასვლაზე დიდი უპირატესობით მოიგო რუმინეთთან 43-0, ხოლო ხორვატიასთან 55-5. სწორედ ამ თამაშებმა და ბრწყინვალე სტარტმა გოგონებს გზა კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირისკენ გაუკაფა.


შეგახსენებთ, რომ აქამდე ქართული ქალთა რაგბის მთავარი ფოკუსი 7-ქალა რაგბი იყო.  15-ქალა რაგბი კი, სრულიად განსხვავებულია, „დიდი ავიაცია" და თავის მხრივ მოითხოვს უდიდეს ფიზიკურ გამძლეობას, მძიმე ორთაბრძოლებსა და ტაქტიკურ სიმწიფეს სტატიკურ ფაზებში, შერკინებებსა და დერეფნებში.


საქართველოს 15-ქალა გოგონათა ნაკრების ბაზას სწორედ 7-ქალას გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტდა, რომლებსაც ახლა ახალ რეალობასთან ადაპტაცია უწევთ. თუმცა, რუმინეთსა და ხორვატიაში ნაჩვენებმა თამაშმა დაადასტურა, რომ ქართველ გოგონებს ბრძოლისუნარიანობა და რაგბის ხასიათი სისხლში აქვთ.


აღსანიშნავია, რომ გერმანიასთან მატჩის შემდეგ, გიორგი მაისურაძის საქართველოს 15-ქალა ნაკრები ტუნისში გაემგზავრება ერთკვირიან შეკრებაზე, სადაც 12-19 თებერვლის ჩათვლით ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამ ეტაპზე, გიორგი მაისურაძე, აქცენტს გოგონების ფიზიკურ მომზადებასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე აკეთებს.


ასე რომ  ახლა, გოგონებს გულშემატკივრის მხარდაჭერა სჭირდებათ. ისევე, როგორც წლების წინ ამ გზას სრულიად საქართველო კაცთა ნაკრებთა ერთად გადიოდა, ახლაც გოგონები ისტორიის წერას იწყებდა ნულიდან. მსოფლიო ელიტაშია, ამ გოგონებსაც აქვთ პოტენციალი შორს წავიდნენ, უბრალოდ სჭირდებათ გულშემატკივარი და კიდევ ყურადღება შესაბამისი ფედერაციიდან, რასაც ამ ეტაპზე ჩვენი ინფორმაციით მათ არ აკლებენ.


#ბორჯღალოსნები #RugbyEurope #TSFF #ქართულისპორტი #RugbyGeorgia #GeorgiaRugby