
ვიდრე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დასახელდება, სადაც დარწმუნებულნი ვართ, რომ გიორგი მამარდაშვილი აუცილებლად იქნება შემადგენლობაში და ვიდრე ამას, ჩვენი ნაკრები მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, რომელიც თავის მხრივ უკვე თბილისისკენ გზას ადგას, ოფიციალურ სტატუსს მისცემს, დღეს, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია, სადაც ქართველი მეკარისთვის სათამაშო დროის მიცემის თაობაზე „ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, ანდონი ირაოლა ლაპარაკობს.
საქმე ისაა, რომ ხვალ 15 სექტემბერს EFL თასზე „ლივერპული" „ტოტენჰემს" უმასპინძლებს. თამაში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, წინა სამატჩო პრესკონფერენციაზე მედია, მამარდაშვილის ბედითაც დაინტერესდა.
„შევცვლი თუ არა მეკარეს? დიახ, ალისონი დამტკიცებულია, რომ კარგია, ის თამაშობს ძალიან კარგად. თუმცა, გიორგის საკმაოდ მაღალ შეფასებას ვაძლევ, მას ჯერ კიდევ ესპანეთიდან ვიცნობ. აქ მოსვლამდე მის „ბორმუთში" გადაყვანაზე ვმუშაობდით. ის ძალიან კარგი მეკარეა და ხვალინდელ მატჩში დაიწყებს სასტარტოდან", - ამბობს ირაოლა.
ამასთან ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალისონმა, ვარჯიშის დროს მცირე დისკომფორტიც იგრძნო, შესაბამისად, გიორგის ძირითად შემადგენლობაში დაყენებაზე, ირაოლას, როგორც ჩანს ბევრიც არ უფიქრია.
ფოტო: (C) Bill Barrett/ISI Photos/ISI Photos via Getty Images





ჩვენ







