„რუსთავმა“ მესამე წრის ბოლო ტურამდე ცხრილის ლიდერობა შეინარჩუნა
„რუსთავმა“ მესამე წრის ბოლო ტურამდე ცხრილის ლიდერობა შეინარჩუნა
14.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 26-ე ტურის შემდეგ, ცხრილის სამეული ასე გამოიყურება: „რუსთავი" 46 ქულა, ბათუმის „დინამო" 44 ქულა, „დინამო თბილისი" 42 ქულა... თუმცა ჯერ, მიმდინარე ჩემპიონატის მესამე წრის ბოლო და მთელი მეოთხე წრე წინაა. 


26-ე ტური კი, თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე „დინამო თბილისისა" და „გაგრას" დაპირისპირებით დასრულდა. დინამოელებმა ბოლო პერიოდის უიღბლო პერიოდი დაასრულა. თემურ ქეცბაიას გუნდმა, დღეს მატჩის პირველი წუთებიდან ნათელი გახადა, თუ დღეს, ვინ  უკარნახებდა დღევანდელ შეხვედრაში წესებს. დინამოელთაგან დღევანდელ შეხვედრაში ალბათ, გორგი ხარაიშვილსა და ნიკა ნინუას, გაგრელებიდან კი, ლუკა გურჩიანს გამოვარჩევდით. „მესხზე", პირობით მასპინძლებს ანგარიშს გახსნა პირველივე წუთზე შეეძლოთ, თუმცა, გიორგი ხარაიშვილს ვიდრე პირველ გოლს გაიტანდა 35-ე წუთზე, ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე კი, დუბლს გაიფორმებდა ულამაზესი და უძლიერესი საჯარიმო დარტყმით, ცოტა მოცდა მოუხდა. ანგარიში კი, მე-3 წუთზე ნიკა ნინუამ გახსნა. მეორე ტაიმში, გაგრელებს კაცი გაუგდეს, 63-ე წუთზე აუგუსტო პორფირიომ მეორე  ყვითელი მიიღო, შესაბამისად გაწითლდა და მინდორი დატოვა. ამის შემდეგ კი, „დინამო თბილისმა", რომელიც ისედაც დომინანტი იყო დღევანდელ შეხვედრაში, მეოთხე გოლიც გაიტანა, 65-ე წუთზე კუდრიჩმა გაიტანა და საბოლოოდ, 4-0 მოიგო.


საკმაოდ განვითარდა მოვლენები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც დაძაბულ ბრძოლაში „ტორპედომ" „სამგურალი" 3-2 დაამარცხა. თავიდანვე ვთქვათ, რომ სტუმრებს დღეს ორი გოლი გაუუქმეს და ორივე ირაკლი სირაძემ გაიტანა, თუმცა, VAR-ს გოლების გადასამოწმებლად ბევრი დრო არ დაუხარჯავს. ანგარიში კი, სწორედ სირაძემ გახსნა მე-4 წუთზე ლევან გეგეჭკორის გადაცემით. პირველი ტაიმის შუაწელს კი, მატჩის ბედი, გიორგი არაბიძის ჭკვიანურმა თამაშმა გადაწყვიტა, რომელმაც ჯერ 22-ე წუთზე გოლი გაიტანა, 26-ე წუთზე კი, კომნენ ანდრიჩს გაატანინა. საკმაოდ სანახაობრივი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში გუნდები ცოტა უფრთო ფრთხილად თამაშობდნენ, თუმცა, არაბიძის გადაცემით ჯერ ნოდარ ლომინაძემ გაიტანა სადებიუტო გოლი „ტორპედოს" მაისურით. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ომარ პატარკაციშვილმა გოშაძის კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რომელიც ამჯერად ჩათვალეს.


წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე „მეშახტე" მინიმალური ანგარიშით, 0-1 სატურნირო ცხრილის ლიდერთან, „რუსთავთან" დამარცხდა. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, რომელმაც გია ცეცაძის გუნდს, ლიდერობა შეუნარჩუნა, „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილმა ლუკა პარკაძემ გაიტანა.


ეროვნული ლიგის მომდევნო, 27-ე ტური 19, 20 და 21 სექტემბერს გაიმართება. ამის შემდეგ კი, ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო შესვენება გაიმართება. რომლის დროსაც ელიგის გადადებული მატჩი გაიმართება.  თუმცა, მანამდე 17 სექტემბერს, „იბერია 1999" ასევე გადადებულ შეხვედრაში გორის „დილას" დაუპირისპირდება.