ბათუმი პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობისთვის ემზადება
ბათუმი პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობისთვის ემზადება
12.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

24-26 სექტემბერს საქართველო იუნიორთა შორის გრან პრის სერიის მე-5 ეტაპს უმასპინძლებს. ბათუმის „ყინულის არენა" და ამ პერიოდში, ქართულ ზღვისპირა ქალაქში მყოფი დამსვენებელი და რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა კი, კიდევ ერთი საინტერესო შეჯიბრის მოწმე გახდება. აღნიშნულ ტურნირზე კი, 37 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენს შორის, მედლებისთვის ქართველი ფიგურული მოციგურავეებიც იბრძოლებენ - გოგონებში ინგა  გურგენიძე და ქეთევან მახარაძე შეეცდებიან მედლების მოგებას. ბიჭებში კი, მაკარ  ნიკოლაევი.  


საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი თვლის, რომ ის, რომ საქართველოს ISU-ს ახალგაზრდული გრან პრის სერიის ეტაპისა და ჩელენჯერის ტურნირის „თრიალეთის თასი" ჩატარების უფლებას აძლევენ, ბოლო წლებში და განსაკუთრებით ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ჩვენი სპორტსმენების მიერ მიღწეული შედეგებია. ამას გარდა, ეს წარმატებები და შესაბამისად სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში ბათუმში ჩანიშნული ტურნირები, საქართველოში სპორტის ამ სახეობას კიდევ უფრო წაეშველება.


სეზონის მანძილზე იუნიორებს შორის გრან პრის სერიის 7 ეტიდან მე-5 ეტაპზე ბათუმის ყინულის არენაზე ბიჭების კატეგორიაში 26, გოგონების 35 , ხოლო სპორტული  ცეკვების კატეგორიაში 19 წყვილი იასპარეზებს. საერთო ჯამში ტურნირს, 37  ქვეყნის  დელეგაციის  300-მდე წარმომადგენელი დაესწრება.


24 სექტემბერი 

14:00  ბიჭები (მოკლე პროგრამები)

18:10  გოგონები (მოკლე პროგრამები)

25  სექტემბერი

15:30 რიტმული ცეკვა

18:40 ბიჭები (თავისუფალი პროგრამა)

26 სექტემბერი

12:15 თავისუფალი ცეკვა

15:40  გოგონები (თავისუფალი პროგრამა)


აქვე გაცნობებთ, რომ ბათუმამდე, გრან პრის სერიის მე-4 სეზონი 16-19 სექტემბერს თურქეთში, ანკარაში გაიმართება.  ქართველებიდან ამ ეტაპზე ინგა გურგენიძე და ამალია ნასიბულინა იასპარეზებენ. ამას გარდა ჩვენი წარმომადგენლები მე-7 ეტაპზე, პოლონეთში გდანსკში იასპარეზებენ, აქ, ქეთევან მახარაძე, მაკარ  ნიკოლაევი, ასევე სპორტული  წყვილში ზლატა  კამალოვა და დანიილ პანოვი იასპარეზებენ.


აქვე გეტყვით, რომ მე-3 ეტაპზე, რომელიც 2-5 სექტემბერს ბანგკოკი გაიმართა, ქართული გუნდიდან ამალია ნასიბულინამ იასპარეზა და მე-7 ადგილით დაასრულა ჩვენი გუნდის სახელით სადებიუტო გამოსვლა.