
ხელბურთში, ევროპის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი, განახლებული ფორმატით დაიწყო. მთავარი ტროფეისთვის ბრძოლას 24 გუნდი იწყებს, მათ შორის ერთი ხორვატული „ზაგრებია", რომელშიც საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ცხოვრებაძე თამაშოს. ცხოვრებაძის გუნდმა, სასტარტო შეხვედრა სლოვენიური „ცელიე პივოვარნა ლაშკოს" წინააღმდეგ გამართა და ორბურთიანი სხვაობით მოიგო.
ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ ევროპულ დერბიში მასპინძელ გუნდს, უკეთესი სტარტი ჰქონდა და ხუთ წუთში უკვე სამბურთიანი სხვაობით იყო წინ. პირველი ტაიმი ზაგრებმა 14-12 მოგო. ამ მონაკვეთის შემდეგ, ქართველის ანგარიშზე 3 მცდელობიდან ორი გოლი ჰქონდა გატანილი. საბოლოოდ კი, შეხვედრა 3 გოლით დაასრულა.
თამაშის დასრულების შემდეგ ხორვატული მედია აღნიშნავს, რომ რომ „ზაგრების" ახალი მთავარი მწვრთნელის, ჰრვოიე ჰორვატის ტაქტიკაში, ცხოვრებაძემ მარჯვენა ინსაიდის (Right Back) პოზიციაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა, იყო სტაბილური და ცივსისხლიანი. როდესაც „ცელიე" თამაშის შემოტრიალებას ცდილობდა და მატჩი გოლ-გოლში გადავიდა, სწორედ გიორგის ინდივიდუალურმა ოსტატობამ და საფირმო შორეულმა ტყორცნებმა, ზუსტმა გადაცემებმა „ზაგრებს" მინიმალური უპირატესობის შენარჩუნებისა და გამარჯვების შანსი მისცა.
დღევანდელი მეტოქეების ურთიერთდაპირისპირებებს რაც შეეხება, აღსანიშნავია, რომ „ცელიეს" 2018 წლის შემდეგ „ზაგრები" ზედიზედ ხუთჯერ ჰყავს დამარცხებული. საერთოდ კი, 12 მოგება სლოვენიური კლუბის, 11 კი, ცხოვრებაძის გუნდის სასარგებლოდ არის.
ფოტო: © EHF





ჩვენ







