საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პირველი სპარინგი ჩეხეთთან 2-3 წააგო
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პირველი სპარინგი ჩეხეთთან 2-3 წააგო
08.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2028 წლის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მზადების ფარგლებში ბოლო მოსამზადებელ ეტაპს გადის. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, ჩეხეთის ფუტსალის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დაგეგმილი ორი შეხვედრიდან დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პირველი გამართა და 2-3 დამარცხდა. აღნიშნული თამაშების მიზანი ახალი დეტალების დამუშავება და მათზე დაკვირვება იყო, თუ როგორც იმუშავებდა.


შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა მეინ-რაუნდის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ორი სპარინგი გამართა მიმდინარე წილის აპრილში აზერბაიჯანის წინააღმდეგ და ორივეში გაიმარჯვა. ამჯერად, კი სპარინგზე განსხვავებული სტილის მეტოქე იყო შერჩეული.


საქართველოს ნაკრებმა თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: ალი ასლანი, შოთა თოფურია, გიორგი ჩიმაკაძე, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ კეკელია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ნაკრები ძირითადად საშინაო თამაშებს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში არ აგებს, სტუმრების მიერ გატანილი სწრაფი გოლი ცოტა მოულოდნელი და დამაბნეველი აღმოჩნდა მასპინძლებისთვის. მითუმეტეს რომ ეს გოლი შეტევაში გართულ საქართველოს ნაკრების შეცდომას მოჰყვა, რომელიც მეტოქის ნახევარზე დავუშვით. 01'17'' დუშან კუნსტნერიმ  უძლიერესი შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში. სამწუხაროდ ჩვენი კარის მცველმა ალიმ, ამ მომენტში ვერ გვიხსნა. თუმცა, დღეს, ჩვენს მეკარეს ტრადიციულად ბევრი „სეივი" ჰქონდა.


ალბათ, ჩვენი გუნდისთვის ასევე დაუგეგმავი იყო, მეორე გოლი, რომელიც 05'46'' წუთზე მივიღეთ. ამჯერად, ასათიანი გუნდი, ზედმეტი ფეხბურთელის გათამაშებას ცდილობდა და შესაბამისად კარი ცარიელი იყო. მეტოქის მეკარის იან ჟეჟულკას გადაცემით კი, ვოიტეხ ბიშკომ  შორიდან ცარიელ კარში მეორე გოლი გაიტანა.


ამ მომენტიდან მალევე, 08'42'' საქართველოს ნაკრებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. ლევან სვანიძემ, ირაკლი თოდუას გადაცემით, ეფექტური გოლი გაიტან 1-2. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 33'21" წუთზე, ნიკოლოზ კურტანიძემ ანგარიში გაათანაბრა და ამ მომენტის შემდეგ, ასათიანის გუნდს, რამდენიმე მომენტში შეეძლო ანგარიშში დაწინაურება, თუმცა, მომენტები ვერ გამოვიყენეთ. სამაგიეროდ, თამაშის დასრულებამდე 2:03 წუთით ადრე, თანაბარ თამაშში, მორიგი მომენტი გოლად გარდასახა ჩვენმა მეტოქემ. 37'57" წუთზე დავიდ დროზდიმ ამ შეხვედრაში ბოლი გოლი გაიტანა.


აქვე უნდა გითხრათ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი უეფა-ს რეიტინგში მე-16 ადგილზე, ჩეხეთი კი, 1 ადგილით წინ, მე-11-ზე. გუნდების ურთიერთშეხვედრები, დღევანდელის ჩათვლით სამს ითვლის და სამივე სტუმართა გამარჯვებით არის დასრულებული. მეოთხე სპარინგს, ისევე როგორც დღევანდელს, ამხანაგურს, საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები 10 სექტემბერს, კვლავ ოლიმპიურ სასახლეში გამართავენ. თამაშზე დასწრება თავისუფალია.