ორი მედლით პოდგორიცადან, თუმცა, ცოტა სხვა მოლოდინი გვგქონდა
ორი მედლით პოდგორიცადან, თუმცა, ცოტა სხვა მოლოდინი გვგქონდა
07.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მონტენეგროში დასრულებული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან, ქართველი ჯუდოკები მხოლოდ ორი მედლით ბრუნდებიან.


ერთი მედალი შეჯიბრის პირველივე დღეს, -60 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ომანაძემ მოიგო. ქართველმა ბადე წარმატებულად გაიარა და სამწუხაროდ, 1/2 ფინალში აზერბაიჯანელ აიხან მირზაზადასთან დამარცხდა. თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო ბრძოლა და ისრაელის წარმომადგენელ ბენ ტამარის დამარცხების შემდეგ, მოიგო კიდეც.


ინდივიდუალური ასპარეზობის პირველ დღეს, ქართული გუნდიდან -66 კგ წონაში მოასპარეზე ორივე (საბა საბაშვილი, მერაბ სამადაშვილი) ქართველი ჯუდოკა და ჩვენ რამდენიმე წონა, როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში გაორებული გვგქონდა, 1/2 ფინალში გავიდა, თუმცა, ბრინჯაოს ფინალში ორივე დამარცხდა.


ინდივიდუალურ ასპარეზობაში, სადაც მხოლოდ ერთი (-73 კგ) გვქონდა გამოტოვებული და 18 ჯუდოკათი ვიყავით წარმოდგენილები, 9 ბიჭით და 9 გოგონათი ქართულმა გუნდმა, შესაძლოა, თავად ტურნირის ორგანიზატორებისთვისაც კი მოულოდნელად მხოლოდ ეს მოახერხა. აქვე, პოდგორიცაში 3-5 სექტემბერს მოასპარეზე ქართული გუნდის შემადგენლობას გთავაზობთ, რომლებიც იმედი გვაქვს მომავალ ტურნირებზე შედეგებს ბევრად გამოასწორებენ.


-60 კგ ლუკა ომანაძე

-66 კგ საბა საბაშვილი, მერაბ სამადაშვილი

-81 კგ თორნიკე ვახტანგაძე

-90 კგ ირაკლი ქავთარაშვილი, ლუკა თევდორაძე

-100 კგ გიორგი ბენდელიანი, გიორგი გელაშვილი

+100 კგ გიორგი ქარჩაიძე

-48 კგ თამარ გაგლოევი,

-52 კგ ნინო თათრიშვილი

-57 კგ ნინო ხარაიშვილი

-63 კგ ნინო გულბიანი, მარიამ ნათელაური

-70 კგ ლიზი ქვარცხავა

-78 კგ ნინი ძაგანია, ელენე კურდღელია

+78 კგ ნონა კვარაცხელია

 


მანამდე კი, გეტყვით, რომ მეორე მედალი მონტენეგროდან ჩვენს გუნდს მოაქვს. ბრინჯაო. ალბათ შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ არც ესაა ცუდი. გუნდურ შეჯიბრში ევროპის 12 ქვეყანა (128 ჯუდოკა) მონაწილეობდა.


ჩვენმა გუნდმა პირველ შეხვედრაში მასპინძელი, მონტენეგროს ნაკრები 4-2 დაამარცხა. ქართული გუნდისთვის ქულები მოგეს ნინო თათრიშვილმა (-57კგ), გიგი გიუნაშვილმა (-73კგ), ლუკა თევდორაძემ (-90კგ) და ნონა კვარაცხელიამ (+70კგ). ამის შემდეგ, ბადედა გასასვლელად ჩვენი გუნდი 4-2 დამარცხდა გერმანიასთან. აქვე ვქვათ, რომ ეს ორი ქულა ქართველ ჯუდოკებს გიგი გიუნაშვილმა და ირაკლი ქავთარაშვილმა (-90კგ) მოუტანა.


საქართველოს ნაკრებმა მედლებისკენ გზა რეპეშაჟიდან გააგრძელა, სადაც ხორვატიის დამარცხება მოახერხა 2-4. ამ შეხვედრაში ქულები აიღეს გიგი გიუნაშვილმა, მარიამ ნათელაურმა (-70კგ), ლუკა თევდორაძემ და ნინო თათრიშვილმა. ბრინჯაოს ფინალში კი, საქართველოს გუნდს თურქეთის წინააღმდეგ მოუხდა ბრძოლა. პირველი ოთხი მონაწილიდან, გამარჯვება და შესაბამისად ქულის აღება, მხოლოდ ირაკლი ქავთარაშვილმა მოახერხა, თურქები 1-3 ლიდერობდნენ, თუმცა, ტატამზე ნინო თათრიშვილის ჯერი დადგა, რომლის აქტიურობამაც შედეგი გამოიღო, ქართველმა გოგონამ ჩვენს გუნდს ჰანსოკუ-მაკეს წყალობით, მეორე ქულა შესძინა და გუნდი „თამაშში" დატოვა. ჯერი, გიგი გიუნაშვილზე მიდგა, რომელსაც ამ დღეს ყველა დაპირისპირება მოგებული ჰქონდა, რომელმაც გუნდი არც ამ ჯერზე დააღალატა და იპონით, ქართულ გუნდს მესამე ქულა შესძინა. ანგარიში გათანაბრდა, 3-3 რაც იმას ნიშნავდა, რომ „ლოტოტრონს" გამარჯვებულის გამოსავლენად, წონითი კატეგორია უნდა შეერჩია. არჩევანი -90 კგ-ზე შეჩერდა, სწორედ, იმ წონით კატეგორიაზე, რომელმაც ქართულ გუნდს, პირველი ქულა მოუტანა. შესაბამისად ტატამზე, კვლავ ირაკლი ქავთარაშვილი გამოვიდა და ემირ სელიმ არი ამჯერად იპონით ვერ, მაგრამ ვაზარით დაამარცხა და ქართულ გუნდს გამარჯვების ქულა მოუტანა.


დიახ, სულ ხელცარიელნი არ ვბრუნდებით, თუმცა, როდესაც ქართულ ჯუდოს, მსოფლიოს მასშტაბით თამასა აწეული აქვს, ბუნებრივია, რომ მოლოდინები, მათ მიმართ უფრო დიდია. თუმცა, ისიც ვიცით, რომ ეს მხოლოდ სპორტსმენისა და მწვრთნელის „ურთიერთობით" არ იფარგლება, ასე, რომ კომპლექსურად, ჩვენი მოკრძალებული და სუბიექტური მოსაზრებით, უფრო მოსამატებელია.



ფოტო: (c) EJU