
დღეს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. რიგით მე-100 ქართული დერბი „ტორპედოსა" და „დინამო თბილისს" შორის ფრედ, 1-1 დასრულდა. ამ ტურის შემდეგ, ქუთაისელები სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-6 ადგილზე არიან. დინამოელებს კი, რომლებსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული 38 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.
დღევანდელი შეხვედრა, შესაძლოა ამ თვალსაზრისითაც საინტერესო იყო, თუმცა, წყვილის დაპირისპირებების ისტორიიდან და თუნდაც, დღევანდელი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, თამაში ან ფრედ დასრულდებოდა ან მატჩის ბედს, ერთი გოლი გადაწყვეტდა. სტუმართა რიგებში ტრავმის შემდეგ, ნიკა უგრეხელიძე დაბრუნდა. ქეცბაიამ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობიდან დააწყებინა 69-ე წუთზე მაინც შეცვალა.
პირველ ტაიმში თუ არ ჩავთვლით ორ მომენტს ბევრი საინტერესო არც არაფერი მომხდარა. თამაში მეტ ნაკლებად თანაბარი იყო. აი, პირველი მომენტი კი, 33-ე წუთზე მასპინძლებმა შექმნეს. ყოფილმა დინამოელმა ნოდარ ლომინაძემ, ზუსტად გათვალა და მეკარის საჯარიმოს მისადგომებთან გიორგი არაბიძეს ჩააწოდა, რომელმაც დინამოელთა მცველებიდან გამოთავისუფლება მოახერხა და დაარტყა, თუმცა, მას ადგილზე დახვდა ლუკას ფლორესი. 44-ე წუთზე კი, უკვე თითქმის კარის ხაზზე გააჩერა ბურთი ოთო გოშაძემ. პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმი, უფრო სანახაობრივი იყო, ორივე გუნდი ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა, ორივეს მხოლოდ, თითოჯერ გაუმართა. 58-ე წუთზე კვლავ ლომინაძის კარგი თამაშისა და ზუსტი გადაცემის შემდეგ, ფელიპე პირესმა შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში. ქეცბაიამ, რომელსაც დღეს გარკვეული მიზეზების გამო დიდი არჩევანი არ ჰქონდა (მოგეხსენებათ, „დინამო თბილისის" 19-წლამდე გუნდი, უეფა-ს ახალგაზრდული ლიგისთვის ემზადება და ძირითად გუნდში მოთამაშე, ამ ასაკის ფეხბურთელები ძირითადად არ იტვირთებიან), მოედანზე ჰალიდ დოლტმურზიევი შემოუშვა, რომელიც საკმაოდ კარგად და აქტიურად შევიდა თამაშში. თუკი, ჰალიდი რამდენიმე მომენტში თამაშგარის ზღვარზე თამაშობდა და ალბათ, გოლიც რომ გასულიყო, გაუქმდებოდა, ბოლოს მაინც მოახერხა გატანა. ჰალიდმა, 70-ე წუთზე გაათანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
„ტორპედოსა" და „დინამო თბილისის" დაპირისპირებებში გუნდებმა ქულები გაიყვეს. თამაშიც არ გამოვიდა სანახაობრივად ურიგო და მსაჯმაც ფეხბურთელებს ბრძოლოს საშუალება მისაც, რაც სხვათა შორის, ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდებს, როგორც წესი, აკლიათ ხოლმე. ალბათ, ერთადერთი რაც ამ დღეს ქართულ დერბის აკლდა, გულშემატკივარი იყო. არა, „შენგელია არენაზე" კი იტყნენ ქომაგები, თუმცა, ეს არ იყო ის რაოდენობა, რომელიც ამ სტატუსის მქონე მატჩს უნდა ესწრებოდეს. თუ ვითხოვთ და გვინდა „დონე", ის რიგითმა ქომაგმაც უნდა გაითავისოს.





ჩვენ







