
დღეს პარასკევია, ეს კი იმას ნიშნავს რომ ქართული ლეგიონი საინტერესო „უქმეები" იწყება.
ძალიან იშვიათად, თუმცა, საფრანეგთის ლიგა 1-ში დღეს მოხდა იშვიათი გამონაკლისი - მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამარცხებული გუნდის ფეხბურთელი დაასახელეს და ის, პსჟ-სა და „მონაკოს" დაპირისპირებისას ხვიჩა კვარაცხელია გახდა. „კვარამ" ტრადიციულად, მატჩის პირველი წუთებიდან თამაში თავის თავზე აიღო და 31-ე წუთზეც მარკინიოსის გოლი, სწორედ მის გადაცემას მოჰყვა. ვიდრე ხვიჩა მოედანზე იყო, ფრანგული მედიის აზრით, ის, რეალურად მარტო ცდილობდა თამაშის გადარჩენას, როცა ანგარიში 1-1 გახდა. თუმცა, მოედნიდან მისი გასვლის შემდეგ, პარიზელთა რიგებში „კრეატიული" არავინ დარჩაო. ამასთან გუნდმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა, რაც საბოლოოდ მარცხად, 1-2 დაუჯდა. რაც შეეხება ხვიჩას დამსახურებას კონკრეტულად ამ მატჩში, მაღალი შეფასების გარდა, ქართველმა „მონაკოსთან" შეხვედრისას კარში 3-ჯერ დაარტყა, საიდანაც ორი „მონაკოს" მეკარემ მოიგერია, თორემ „კვარას" ანგარიშზე დუბლი იქნებოდაო. პასების 89%-იანი სიზუსტე და ერთადერთი ნათელი წერტილი, როდესაც პარიზელთა ნახევარდაცვა და დაცვა სრულად მოშლილი იყოო. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ სამი ტური შემდეგ, პსჟ-ს ჯერ მხოლოდ 2 ქულა აქვს, ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ გუნდი, მალე ჩვეულ რიტმს იპოვის.
3 სექტემბერს, 18 წელი შეუსრულდა საბა ხარებაშვილს და სტამბოლის „ბაშაქშეჰირის" ხელმძღვანელობასაც ხელ-ფეხი გაეხსნა. ქართველის სადებიუტო მატჩი ლეგიონერის სტატუსში, „გალათასარაის" წინააღმდეგ ჰქონდა. ადგილობრივი მედია, ხარებაშვილის დებიუტს პოზიტიურად შეხვდა. მეზობელი კოლეგები მიიჩნევენ, რომ ნური შაჰინის ხელში მას დიდი მომავალი აქვს სუპერლიგაში და ნდობაც, ვინაიდან, თურქული ფეხბურთის ლეგენდამ, ქართველი, მოედანზე 63-ე წუთზე, „შუაგულ ქარ-ცეცხლში" გამოუშვა. „ხარებამ" სუპერლიგაში სადებიუტო ყვითელი ბარათიც მიიღო - თურქულმა მედიამ, ამ გარემოებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ქართველი მცველი არ შეუშინდა ვარსკვლავურ მეტოქეს, იბრძოდა თითოეულ ეპიზოდში და გუნდს დაცვაში დაეხმარა. მის მიერ 89-ე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათი კი, არა ქართველის შეცდომით, არამედ ბრძოლისუნარიანობითა და მინდორზე აზროვნებით ახსნა, რადგან ეს უფრო ტაქტიკური ფოლი იყოო. შეხვედრა კი, რომელიც შემოდგომის დარაც ყვითელი და წითელი ბარათებით იყო დახუნძლული და რომელშიც ოსიმენი პირველ ტაიმში დაიმტვრა, „გალას" გამარჯვებით 2-3 დასრულდა.
გერმანიის ბუნდესლიგაში მე-2 ტურის თამაშები გაიმართა. ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი" გასვლაზე „შტუტგარტთან" 4-1 დამარცხდა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, თამაშის შემდეგ, გერმანული მედიიდან საკმაოდ მწვავე და კრიტიკული შეფასება დაიმსახურა. გერმანელები, განსაკუთრებით იმ გარემოებას უსვამენ ხაზს, რომ საკმაოდ ძლიერად ჩატარებული პირველი ტურის შემდეგ, ამჯერად, ქართველმა შეიძლება ითქვას, თამაში ჩააგდო და რამდენიმე ეპიზოდში პოზიციურად და სისწრაფეში წააგო დუელები, მაგალითად მესამე გოლის მომენტში, მაგრამ მთლიანობაში დაცვის ხაზი, ნახევარდაცვის სუსტი თამაშის გამო იჩაგრებოდა. ამას, „შტუტგარტის" მაღალი კლასიც ემატებოდა. ასე, რომ თამაშის წაგება, გერმანელებს, მხოლოდ „ლოჩოსთვის" არ დაუბრალებიათ.
და ბოლოს, კვლავ გიორგი მამარდაშვილის გარეშე დასრულდა ინგლისის პრემიერ ლიგის მორიგი მატჩი. „ლივერპულმა" 0-2 დაამარცხა „იფსვიჩი" გასვლაზე. ქართველო განაცხადში იყო, თუმცა, როგორც ყოველთვის.





ჩვენ







