
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჭიჭინაძე უეფა-ს ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს მოემსახურა.
თამაში, 2 სექტემბერს პსჟ-ს საწვრთნელ ცენტრში „პოისი" გაიმართა „პარი სენ-ჟერმენის" ქალთა გუნდსა და „აინტრახტს" შორის. ამ გუნდების დაპირისპირების პირველი ეტაპი ფრედ, 1-1 იყო დასრულებული. შესაბამისად, პარიზში გამართულ შეხვედრას, სტადიონზე, რომლის ტევადობაც 700 გულშემატკივარზე გათვლილი, ამ წყვილში გამარჯვებული უნდა გამოევლინა. მატჩს, საბოლოოდ 1032 გულშემატკივარი დაესწრო.
შეხვედრის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. ამასთან, სტუმრები აგებდნენ, როცა ფეხბურთელი გაუძევეს და ანგარიშიც ამ მომენტიდან 10 წუთში გაათანაბრეს. თუმცა, თამაში დამატებით დროში გადავიდა. აქ კი, პარიზელებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და საბოლოოდ, 5-1 გაიმარჯვეს. შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამშიც პსჟ-მ მოიგო 6-2 და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ასე, რომ მატჩის ქართველი დელეგატიც კი, პარიზული გუნდისთვის ისევე, ფეხბედნიერი გამოდგა, როგორც ხვიჩა, კაცთა გუნდისთვის.
პსჟ - აინტრახტის ქალთა გუნდების შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.





ჩვენ







