
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ჩვენი გვერდი ხშირად სტუმრობს მომავალი თამაშების არენას და ცდილობს თვალი მიადევნოს, როგორ მიმდინარეობს მოედნის რენოვაცია-რეაბილიტაცია და სანაკრებო თამაშებისთვის მომზადება. ალბათ, „დინამო არენის" თანამშრომლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოედანი „კარგ ფერზეა" და სტადიონის შესაბამისი სამსახურიც თავს არ ზოგავს, მის მოსავლელად.
ამ მომენტისთვის და რაც თვალითაც კარგად ჩანს, მინდვრის საფარი, რომელიც დაზიანებული იყო და „დინამო არენაზე" ეროვნული ლიგის თამაშების ჩატარებაც მასზე შეუძლებელი, ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება.
მოედანზე, რომელიც ჰიბრიდულია და ის ამ სახით უეფა-ს ევროპის 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის გაკეთდა, მიმდინარე წელს, კენი უესტის კონცერტის შემდეგ, მინდვრის საფარს სრული რენოვაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა. უფრო ზუსტად, პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და ეროვნული ნაკრების თამაშებისთვის უეფა-ს ერთა ლიგაზე მოასპარეზე ჩვენს გუნდს, განახლებული მინდვრის საფარი დახვდება.
უბრალო ენაზე, რომ ვთქვათ, ამ მომენტში ჰიბრიდულ საფარზე უკვე წამოსულია ბუნებრივი ბალახი, რომელსაც სჭირდება ჯერ კიდევ სჭირდება ნიადაგში ფესვთა სისტემის გამაგრება. მინდორზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა, რომელსაც ბოლო შტრიხები შეაქვს, რომ სანაკრებო თამაშებისთვის „დინამო არენა" მწვანე საფარი სრულ მზადყოფნაში იყო.
კიდევ ცოტა დეტალი, უბრალოდ ინფორმაციის სახით - კომპანია SIS Pitches-მა 2023 წლის უეფას 21-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოში სულ 11 ჰიბრიდული მოედანი მოაწყო, მათი საფირმო SISGrass ტექნოლოგიის გამოყენებით (ეს არის ბუნებრივი ბალახი და სინთეტიკური ბოჭკოები სინთეზი, რომელიც სპეციალური მანქანებით იკერება/იქსოვება ბადესავით მინდორში). ის ქვიშაც, რაც შეიძლება თვალში მოგხვდეთ, ამ ტიპის მოედნის მოსამზადებლად, ერთ-ერთი აუცილებელი დეტალია.






ჩვენ







