თბილისში, თამაშის შემდეგ დაშავებული „იაგელონიას“ ფანი ტრიბუნაზე დაბრუნებას ითხოვს
თბილისში, თამაშის შემდეგ დაშავებული „იაგელონიას“ ფანი ტრიბუნაზე დაბრუნებას ითხოვს
02.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრის, რომელშიც თბილისის „იბერია 1999"-მა პოლონურ „იაგელონიას" უმასპინძლა, შემდეგ დაშავებული პოლონელი გულშემატკივარი კვლა საქართველოში, იმ კლინიკაში რჩება, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა (იხილეთ სტატია). ბოლო ინფორმაციით, რომლის გაგებასაც ჩვენი გვედი შეეცადა, ქართული კლუბის წარმომადგენლებთან, დაშავებული გულშემატკივრის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და პაციენტთან, თბილისში ჩამოსული მისი ნათესავები იმყოფებიან.


პარალელურად, ჩვენ ვცდილობთ, იმ პოლონელ გულშემატკივართა მეკავშირესთან კონტაქტის დამყარებას და დაშავებული ქომაგის მდგომარეობის შესახებ, უფრო დეტალური ინფორმაციის გაგებას, რომელიც შემთხვევის მომენტიდან, სხვა რამდენიმე პოლონელ ქომაგთან ერთად კლინიკაში დარჩა, დაშავებულის ნათესავების საქართველოში ჩამოსვლამდე.


მომხდარზე იწერებოდა პოლონურ მედიაშიც. ამიტომ ვიდრე უშუალოდ, პირველ წყაროდან შევიტყობთ ინფორმაციას, ჩვენი კოლეგების, პოლონელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატიიდან ვიხელმძღვანელებ და გეტყვით, რომ გულშემატკივარი, მეტსახელად „რიბა", Dzieci Białegostoku"-ს („ბიალისტოკის შვილები") ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით, პაციენტი გონზეა და მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.


რასაც ჩვენ შევესწარით და თამაშის დღეს გავრცელებულ ცნობაშიც აღვწერეთ, პოლონელი ქომაგი ნასვამ მდგომარეობაში იყო, შესაბამისად, მისი ტრავმის ხარისხის საბოლოო განსაზღვრა, მხოლოდ მისი სიფხიზლის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. პირველადი ინფორმაციით და ამის შესახებ, პოლონური მედიაც წერს, „გავრცელდა ინფორმაცია ხერხემლის დაზიანების შესახებაც. თუმცა, სხვადასხვა ნეიროქირურგებთან კონსულტაციების შემდეგ დადგინდა, რომ ხერხემალზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა საჭირო აღარ არის და დაშავებულის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება"-ო.


„რიბა" დღითიდღე უფრო აქტიური ხდება, პროგრესი აშკარაა და მან უკვე დამოუკიდებლად დაჯდომაც კი შეძლო საწოლზე. მათი თქმით, ბიჭი „ფეხზე წამოსადგომად და სახლში დასაბრუნებლად იწევს", - წერენ პოლონელი ქომაგები, რომლებიც ერთი ამ პატარა შემთხვევის გამო ერთიანდებიან, მათ შორის ისეთი ფან-ჯგუფები, რომლებიც ძირითადად ერთმანეთში ვერ რიგდებიან.


ბოლო ინფორმაციით „Jagiellonia Białystok", ფანების ასოციაცია და ოჯახი ერთობლივად მუშაობენ „რიბას" სამშობლოში უსაფრთხო ტრანსპორტირების გეგმაზე, ვინაიდან საქმე მაინც ხერხემლის დაზიანებათან არის დაკავშირებული.ფან-კლუბმა უკვე დაიწყო შიდა მობილიზაცია და ფინანსური ფონდის შექმნა, რათა დაფარონ საქართველოში მკურნალობისა და პოლონეთში სპეციალური ტრანსპორტირების (სავარაუდოდ, სამედიცინო ავიაციის) ხარჯები.


აქვე, პოლონური წყაროები (მათ შორის - PAP, Onet Przegląd Sportowy, TVP Sport და ბიალისტოკის პოლონური ორგანიზაციის (Stowarzyszenie Kibiców Jagiellonii Białystok „Dzieci Białegostoku), რომელთა პუბლიკაციების მიხედვითაც ჩვენ ეს სტატია მოვამზადეთ, ყურადღებას კლუბის, კონკრეტულად კი, „იაგელონიას" მთავარი მწვრთნელის, ადრიან სიმენეცის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ტრაგედიის გამო ისტორიული სპორტული წარმატებით გამოწვეული სიხარული ძალიან ჩაიკარგა, რადგან როცა საქმე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, ფეხბურთი მეორეხარისხოვანი ხდება. მთელი გუნდი და კლუბი მხარდაჭერას უცხადებს დაშავებულს.


და კიდევ, უშუალოდ იმ მომენტში, როდესაც პოლონელი ქომაგი სიმაღლიდან ჩამოვარდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავდა, როგორც ჟურნალისტმა ისიც გავარკვიეთ, თბილისში მყოფ პოლონელ კოლეგებთან, რომლებიც საკმაოდ მშვიდად შეხვდნენ, ჩვენ უფრო ვიდარდეთ მოხდარი, რომ „იაგელონიას" ფანებს, მსგავსი ინციდენტი რამდენიმე კვირის წინათ შეემთხვათ და ამიტომ ქართული, მასპინძელი მხარისთვის უთხოვიათ, სანამ ჩვენი ქომაგების ტრიბუნა არ დაიცლება, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა არ დატოვონ ტერიტორიაო (ისე, ეს დეტალი, მაინც ასე იქნებოდა, რადგან უეფა-ს და ზოგადად საფეხბურთო მატჩების რეგულაცია არეგულირებს). ასე, რომ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა. ჩვენ შევეცდებით, მაინც ბოლომდე გავაკონტროლოთ, ერთი, რიგითი ქომაგის ბედი, რომელსაც უბრალოდ ძალიან უყვარს ფეხბურთი და თავისი კლუბი.



ფოტო: © Kibice Jagielloni Białystok, fot. PAP/Michał Zieliński