
ვიდრე ქართული, თუმცა, არა მხოლოდ ქართული, საფეხბურთო საზოგადოება სულგანაბული ელოდება „ოქროს ბურთის" გამარჯვებულის გამოვლენას და ცერემონიამდე დღეებს ითვლის, ფრანგული მედია და საფეხბურთო წრეები ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო, ახალი და საკმაოდ აქტუალური თემით დაინტერესდნენ - დარჩება „კვარა" პსჟ-ში თუ, კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ის კლუბს შეიცვლის.
ყოველ შემთხვევაში, ამ თემის აგორების საბაბი იმის გარდა, რომ ფეხბურთელმა აგენტი შეიცვალა და დღეს უკვე მისი სახელიცა და ვინაობაც ცნობილია, ფრანგულმა კლუბმა ხვიჩას ახალი შეთავაზება გაუკეთა - კონტრაქტი 2030 წლის ბოლომდე, სეზონური ანაზღაურების (12 მილიონ ევრომდე) მნიშნელოვანი ზრდით.
ფრანგი ჟურნალისტებისა და სატრანსფერო ვებ-გვერდების ინფორმაციით, ლუის ენრიკე ქართველ ვარსკვლავს თავისი გუნდის გრძელვადიანი პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად და ხელშეუხებელ ფიგურად მიიჩნევს. შესაბამისად, მასთან შელევასაც არ აპირებს.
რაც შეეხება ხვიჩას ახალ აგენტს ის მუსა სისოკოა. აგენტი, რომელიც ამავდროულად უსმან დემბელესა და დეზირე დუეს აგენტია და რომელთან მუშაობაზე, ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით, ქართველმა თანხმობა განაცხადა.
ბუნებრივია, მოვლენების განვითარებას ჩვენც დაველოდებით და აქ, არც ყავაზე და არც გვირილაზე მკითხაობას არ ვაპირებს. ერთი რაც ამ ეტაპზე დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ რამდენიმე დღეში ოფიციალურად გამოქვეყნდება „ოქროს ბურთის" გაფართოებული, ნომინანტების 30-კაციანი სია გამოქვეყნდება, სადაც ქართველი და ფრანგი ქომაგები იმედოვნებენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე იქნება.





ჩვენ







