კლუბების ცვლილებები ქართულ ლეგიონში
კლუბების ცვლილებები ქართულ ლეგიონში
01.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

31 აგვისტოს, 2026 წლის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ამ პერიოდში გუნდი შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ერთით შემცირდა ქართველი ლეგიონერების რაოდენობა უეფა-ს ევროტურნირებზე.


უკვე ოფიციალურად, ანრი მექვაბიშვილი, რუმინული კრაიოვას „უნივერსიტატიადან" კარიერას აშშ-ის MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდში „ჩიკაგო ფაიერიში" გააგრძელებს თამაშს, რომელიც ამ მომენტისთვის მე-3 ადგილზე იმყოფება სატურნირო ცხრილში. რუმინული კლუბიდან ქართველი 3 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ხელშეკრულება კი, 3+1 სისტემით გააფორმა, 2028-2029 წლის სეზონის ბოლომდე, თუმცა კლუბს კიდევ 1 წლით შეუძლია მისი გახანგრძლივება. ამერიკული გამოცემები იტყობინებიან, რომ „მექვაბას" კლუბებს შორის შეთანხმება მხოლოდ, მას შემდეგ, შედგა, რაც საბოლოოდ გაირკვა, თუ უეფა-ს რომელ ევროტურნირზე ითამაშებდა ქართველის გუნდი. ამავე გამოცემების მიხედვით, ახალ კლუბში მექვაბიშვილს ე.წ. #8 ნომერზე მოიაზრებენ. ამას გარდა, გამოცემა წერს, რომ ქართველი ახალ გუნდს მხოლოდ მას შემდეგ შეუერთდება, რაც საქართველოში კუთვნის სამუშაო ვიზის მიღების პროცედურებს დაასრულებს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, მექვაბიშვილი, რომელიც „ჩიკაგო ფაიერისთვის" რიგით მე-13 ძვირადღირებული ტრანსფერია, გუნდში ე.წ. პრივილეგირებული მოთამაშის ადგილს არ დაიკავებს და ე.წ. TAM ლიმიტში ჩაჯდება ანაზღაურების თვალსაზრისით, რაც კლუბს სხვა ვარსკვლავების დამატების საშუალებასაც აძლევს. დაიკავებს გუნდში საერთაშორისო მოთამაშის ადგილს და ამას გარდა, უშუალოდ მის პოზიციაზეც, საკმაოდ დიდ კონკურენციაში მოწევს ადგილის დამკვიდრება.


"თბილისში ვარ ვიზას ველოდები, შემდეგ სამედიცინო შემოწმებას გავივლი. ვიასპარეზებ 23-ე ნომრით, ასე, რომ ვიზის აღებისთანავე აშშ-ში გადავფრინდები", - ამბობს ჩვენს ვებ-პორტალთან TSFF.ge-სთან ლაპარაკში ანრი.


29 აგვისტოს იტალიის სერია A-ში „მონცასა" და „უდინეზეს" შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც სტუმრებმა 2-3 გაიმარჯვეს, საბა გოგლიჩიძე კი, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ქართველმა მასპინძელ გუნდში „დარჩენა" გადაწყვიტა. თუმცა, ხუმრობა იქით იყოს, და სატრანსფერო ფანჯრის დახურვასთან ერთად გაირკვა, რომ საბა „მონცაში" ითამაშებს.  კონტრაქტის მიხედვით, ქართველი, ახალ კლუბს 2027 წლის 30 ივნისამდე შეუერთდა და სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. აი, „უდინეზემ" კი, ეს ქართველი ფეხბურთელი, ვერა და ვერ მიიღო.


სატრანსფერო ფანჯრის დახურვის ბოლო დღეს, კიდევ ერთი ფეხბურთელის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ხორვატული „რიეკადან" ესპანური „ლოგოში" გადავიდა.


„ცოტა არეული მქონდა მწვრთნელთან ურთიერთობა და გადავწყვიტე გუნდის შეცვლა. დიდი არჩევანი არ მქონდა, თუმცა, იმ პირობებმა რაც შემომთავაზეს ახალ კლუბში დამაკმაყოფილა. ამას გარდა, ისე მოხდა, რომ ამ ახალ კლუბში ნაცნობებიც მყავს. მესამე ლიგა იყო და ცოტას ეს გარემოება მაფიქრებდა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატია. გუნდი ლა ლიგა 2-ში გადასვლას ცდილობს და ვეცდები დავეხმარო და მერე, ვიმედოვნებ რომ სხვა შემოთავაზებებიც იქნება. ტრავმა გამიარა, თუმცა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით არ მივარჯიშია. იმედი მაქვს, სრული დატვირთვით ვარჯიშისას არ შემაწუხებს, მაგრამ თავს ამ ეტაპზე კარად ვგრძნობ", - ამბობს TSFF.Ge-სთან ლაპარაკში თორნიკე მორჩილაძე, რომელმაც ხორვატულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და ის უსასყიდლოდ დატოვა. შესაბამისად, ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. პრიმერა RFEF -  1 ჯგუფში მოასპარეზე კლუბთან ქართველმა ხელშეკრულება ორი წლით, 2028 წლის ივნისამდე გააფორმა, თუმცა, სურვილის შემთხვევაში ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ კლუბის ღირსებას წლების წინ გიორგი აბურჯანია იცავდა.


და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ „ფროზინონესთან" გიორგი კვერნაძეს 2028 წლის 30 ივნისს ეწურება კონტრაქტი და ქართველი ახლად დაწყებულ სერია A-შიც საკმაოდ კარგად გამოიყურება - კოპა იტალიაში 2 გოლი 1 ასისტი, სერია A-ში ერთი ასისიტი და შესაბამისად, არც არსად წასვლაზე არ ფიქრობს, მასზე ფიქრი უკვე დაიწყო თურქულმა გრანდმა „გალათასარაიმ". თუმცა, სწორედ კონტრაქტიდან გამომდინარე „კვერნაზე" ჯერ მხოლოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნის მედია ამახვილებს ყურადღებას და „გალას" რიგებში მის ხილვაზე საუბრობს.