
საქართველოს 15 წლამდე გოგონათა ნაკრებმა სერბეთში უეფა-ს განვითარების თასზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა. გიორგი გიოშვილის გუნდმა ერთი კვირის მანძილზე სამი შეხვედრა გამართა, პირველი ორი წააგო, დღეს კი გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ სასტარტო შეხვედრა ჩვენმა 15-წლამდე ნაკრებმა მასპინძელი სერბეთის წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა.
ჩვენმა გუნდმა წააგო მეორე შეხვედრაც უელსის ნაკრებთან, 2-4. აქ, ჩვენი 15-წლამდები პირველი ტაიმის შემდეგ, პირველ ტაიმში ქერის უილიამსის ჰეთ-თრიქის შემდეგ აგებდნენ. ამას, მეორე ტაიმში ქართველთა ნაკრების ავტოგოლიც დაემატა. თუმცა, გიოშვილის გუნდმა მოახერხა მობილიზება და 68-ე და 87-ე წუთებზე მარიამ ხვადაგიანის დუბლით ორი ბურთი შემცირება მოახერხა.
მესამე მატჩში კი, საქართველოს ნაკრები ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1-0 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე ანა გაგლოშვილმა გაიტანა. ეს საქართველოს 15-წლამდე ამ ფორმაციის ნაკრების პირველი გამარჯვება იყო.
ბელგრადში საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა - მეკარეები: ნუცა ნადირაძე („რუსთავი"), ანიტა მეტრეველი („გორი იუნაიტედი"); მცველები: ნინი ჯანელიძე („მართვე"), ბარბარე კაპატაძე („მართვე"), ანასოფია ბერიშვილი („ვერე"), ბარბარე გულბანი („ტორპედო"); ნახევარმცველები: თეონა მახარაძე („ბათუმი"), ნინო ჯგერენაია („კვარტალი"), ანასტასია ხანთაძე („მართვე"), ალისა კუნწარია („მართვე"), სალომე ჯავახიშვილი („სპაერი"), ანანო ჯიღაური („რუსთავი"), ანასტასია კილაძე („ტორპედო"), ანი გაგლოშვილი („ვერე"), მარიამ ხვადაგიანი („ვერე"), მარიამ ხულორდავა („ნორჩები"); თავდამსხმელები: ნინო დავითაშვილი („გორი იუნაიტედი"), ელენე ჩხეიძე („მართვე).
საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრების მონაწილეობას უეფა-ს განვითარების თასზე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავრი მწვრთნელი ირის ანტმანიც ესწრებოდა.





ჩვენ







