
ილია სულამანიძე ლოზანას გრან სლემის გამარჯვებულია. ქართველმა ფინალში ნიდერლანდელი კატარინა იუკოთი დაამარცხა. თუმცა, მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით.
მას შემდეგ, რაც ქართველმა ქალმა ეთერ ლიპარტელიანმა ლოზანას გრან სლემი მოიგო, ესტაფეტის ატაცებას მეორე საასპარეზო დღეს სხვებისგანაც ველოდით, თუმცა, მეორე დღეს ჩვენი გუნდიდან ფინალურ ბლოკში გადასვლა ვერავინ მოახერხა. ასე, რომ რჩებოდა ბოლო დღე და მართებული იმედები, რომ ამ დღეს მინიმუმ მედლები გვექნებოდა.
IJF-ის მსოფლიო ტურის ამ გაჩერებაზე კი, ბოლო დღეს მედლები 5 წონით კატეგორიაში გათამაშდა, საიდანაც ქართველები ოთხში ასპარეზობდნენ. დავიწყოთ გოგონებით, სადაც +78 კგ წონით კატეგორიაში სოფო სომხიშვილი ასპარეზობდა. ჩვენმა მძიმეწონოსანმა გოგონა პირველი შეხვედრა მოიგო, შემდგომ ვენესუელელ სპორტსმენთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
-90 კგ წონითი კატეგორია გაორებული გვგქონდა, თუმცა შეიძლება ითქვას ჩვენები, საწყის ეტაპზევე გამოეთიშნენ ასპარეზობას. ლუკა ჯავახიშვილი პირველივე წრეში დამარცხდა ბაჰრეინელ სპორტსმენთან, აი აკაკი ჯაფარიძემ კი, აზერბაიჯანელი მეტოქის ბარიერი გადალახა, თუმცა, შემდეგ უზბეკ სპორტსმენთან დამარცხდა. იმ ქვეყნის წარმომადგენელთან, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი, დაახლოებით თვეზე მეტია ალბათ წვრთნის. თქვენი არ ვიცი და უკვე ფიქრად მაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბადეში, ქართველებს უზბეკები ნაკლებად შეგვხვდნენ.
აი მომდევნო ორმა წონამ კი, შეიძლება ითქვას ერთ ამოსუნთქვაზე ჩაიარა, თუმცა, +100 კგ-ში ერთი პატარა წაბორძიკება გვგქონდა. 1/4 ფინალში გურამ თუშიშვილი მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქესთან ინალ ტასოევთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, თუმცა, „თუშამ" მოახერხა მობილიზება და დარჩენილი ორთაბრძოლები დამაჯერებლად მოიგო და ამ ჯერზე, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. თუმცა, ქართველს, „რევანშიშსთვის" ერთ თვესა და ერთ კვირაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოუწევს გამოსვლა.
-100 კგ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძემ პირველი წრე გამოტოვა, მეორეში კი, ნიდერლანდელ მაიკლ კორელის დაუპირისპირდა და წუთსა და 28 წამში იპონით დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში, ილიამ უზბეკი ტურდიევი დაამარცხა და ბადის მოსაგებად იაპონელ ტეტა ჰამადას დაუპირისპირდა. აქ, ქართველს ცოტა „გაუგრძელდა" თუმცა, ბოლო წუთის დაწყებასთან ერთად მეტოქე იპონზე დააგდო. თუმცა, ისევე როგორც ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე საიდ სადრუდინოვი და ფინალში გავიდა, რომელშიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმონ კატარინა დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ამრიგად ჩვენი გუნდი ლოზანადან ორი ქორისა და ერთი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.





ჩვენ







