
„მძიმე არტილერია", დღეს ისვენებდა, თუმცა, ქართული ლეგიონის ნაწილს მორიგი ტურის თამაშები ჰქონდათ.
ავსტრიის ბუნდეს ლიგაში, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილი გრაცის „შტურმი" გასვლაზე „რაპიდთან" 3-1 დამარცხდა. მამაგეიშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. აი, „კიტეს" კი, კვლავ გაუცდა. მატჩის მიწურულს, სტუმრები წაგებულ თამაშთან ერთად, კაცნაკლულებიც დარჩნენ. 5 ტურის შემდეგ, „შტურმს" 8 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით მე-4 ადგილზეა.
მეზობელი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-3 ტურში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ" ბაქოს „ნეფთჩის" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მე-3 წუთზე ალიევმა გაიტანა. 70-ე წუთიდან კი, სტუმრებს კაცი გაუგდეს. თუმცა, ამ უპირატესობის მიუხედავად „ზირამ" ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა. სხვათა შორის, ორივე ქართველს ჰქონდა გოლის გატანის შანსები, თუმცა, ორივეც ცოტა აკლდებოდა. აქვე გეტყვით, რომ ვოლკოვმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 75-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მოედანზე მეორე ქართველი გამოჩნდა. ამ ტურის შემდეგ, „ზირას" 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია.
ჩეხეთის 1 ლიგის მე-6 ტურში, ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცმა", როგორც ჩანს თავს, ამოსუნთქვის საშუალება მისცა და „ტეპლიცესთან" გასვლითი შეხვედრა 2-0 წააგო. ქართველს სასტარტო შემადგენლობიდან არ დაუწყია და ის, მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. მასპინძლებმა კი, გოლები ბოლო ათწუთეულში გავიდა, ქართველის გუნდმა კი, თამაშის გადარჩენა ვერ მოახდინა. მიმდინარე ჩემპიონატში, „იაბლონეცს" მხოლოდ 4 მატჩი აქვს 6-დან ჩატარებული და 9 ქულით მე-8 ადგილზეა.
ლატვიის ვირსლიგაში ლაშა ოდიშარია რფს, გასვლაზე „ოგრე იუნაიტედს" დაუპირისპირდა და 0-3 გაიმარჯვა. ანგარიში სტუმრებმა პირველ ტაიმში გახსნეს. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები 10-ნი დარჩნენ, ქართველის გუნდმა კი, კიდევ ორჯერ გაიტანა. თუმცა, ოდიშარიას ანგარიშზე არც ერთი არ ყოფილა. ლაშა 62-ე წუთზე შეცვალეს. 27 ტურის შემდეგ, რფს-ს 69 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილს ლიდერობს.
სლოვაკეთის ნაიკის ლიგაში, რომ მინი „ეროვნული ლიგაა" ჩვენს გვერდს ხშირად უთქვამს - მიზეზი, აღნიშნულ ლიგაში მოთამაშე ქართველების სიმრავლეა.
ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვამ" ფრედ, 2-2 ითამაშა „კოშიცესთან", იმ ქალაქის გუნდთან, სადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის ბოლო ჯგუფური შეხვედრის გამართვა მოუწევს უკრაინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.
გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის „ტრნავა", 1-3 დამარცხდა ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინასთან". ქართველებიდან სრული მატჩი მხოლოდ ნარიმანიძემ ჩაატარა, რომელმაც ამავდროულად მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
ბრატისლავას „სლოვანმა" რომელშიც ქართველები აღარ დარჩნენ საშინაო შეხვედრა თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვეცთან" 1-2 წააგო. წინა მატჩისგან განსხვავებით, ძოწენიძეს არც თუ კარგი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა, მან შეუცვლელად ითამაშა.
ლევან ნონიკაშვილის „სკალიცამ" გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 1-6 დამარცხდა. სტუმართა გუნდში მოთამაშე ქართველმა, კვლავ გაიტანა. გაგუას მსგავსად გაიტანა ნონიკაშილმაც. ასე რომ დღეს ქართულ დერბიში ორი ქართული გოლიც ვიხილეთ.
6 ტურის შემდეგ, სლოვაკეთის ჩემპიონატს 13-13 ქულით „დუნაისკა სტრედა", „ტრნავა" და „ჟილინა" ლიდერობენ.
ისრაელის ლიგა ჰაალში, ქართველიო მცველების დერბისთანაც ახლოს ვიყავით, თუმცა, „ბეითარ იერუსალიმისა" და „ნათანიას" შეხვედრაში, მხოლოდ ლუკა გადრანმა ითამაშა, თან შეუცვლელად. აი, 1-4 კი, საბა ხვადაგიანის გუნდმა მოიგო.





ჩვენ







