პარაკანოისტმა სერჰიი იემილიანოვნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა
პარაკანოისტმა სერჰიი იემილიანოვნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა
30.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე ზაფხული დასრულდება და შესაბამისად, ჩვენც, ნელ-ნელა ზამთრის სახეობების გაშუქებას შევუდგებით, პოლონეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატიდან კანოე სპრინტსა და პარაკანოეში, მსოფლიო ჩემპიონი გვყავს - უკვე კარგად ნაცნობი, ვისგანაც მხოლოდ გამარჯვებას ველით. სერჰიი იემილიანოვმა, რომელიც ამავდროულად, ევროპის მოქმედი ჩემპიონია, დღეს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ზედიზედ მეორედ პლანეტის უძლიერესი პარაკანოისტი გახდა.


ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა ფინალურ გაცურვაში და ბრაზილიელ პარაკანოისტთან გაბრიელ პაიშაუ პორტუსთან ურთულეს დაპირისპირებაში ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა და მეტოქეს, სულ რაღაც 0,09 წამით აჯობა. მან KL3 კლასში, 200 მეტრიანი დისტანცია 39.82 დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ამ გაცურვამდე, საქართველოს წარმომადგენელმა თავიდან, საკვალიფიკაციო გაცურვა მოიგო 42.84 წამში დაფარული დისტანციით, შემდეგ კი, 1/2 ფინალში 40.54 საკუთრი მაჩვენებელი გააუმჯობესა და ფინალ A-ში გავიდა, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც დაიცვა.


მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო კიდევ ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და მიუხედავად იმისა, რომ მედალი ვერც ერთმა მოიგო, საბოლოოდ, ორივემ ფინალურ გაცურვაში მიიღო მონაწილეობა და ერთმა მე-7, მეორემ კი, მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


200 მეტრიან დისტანციაზე C1 კლასში, ფინალ A-ში მსოფლიო ჩემპიონთან მხოლოდ +1.11 წააგო ალექსანდრე წივწივაძე, რომელმაც საბოლოოდ, მე-7 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. ალექსანდრემ, ფინალში დისტანცია 42.06 წამში დაფარა. საკვალიფიკაციო გაცურვაში 42.30 დროით მოახერხა, 1/2 ფინალში გასვლა, სადაც მანძილი 42.63 წამში დაფარა და ფინალში გავიდა.


მე-8 ადგილით დაასრულა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ბადრი ყაველაშვილმა რომელმაც ფინალში დისტანცია 35.51 წამში დაფარა და მსოფლიო ჩემპიონს +1.36 ჩამორჩა. ბუნებრივია, ფინალამდე ბადრიმ, K1 კლასის კვალიფიკაციის გაცურვაშიც მიიღო მონაწილეობა და 38.39  დროით, 1/2 ფინალშიც გადავიდა, სადაც საკუთარი შედეგი გააუმჯობესა 36.64 და ამასთან ნახევარფინალური გაცურვაც  მოიგო.


პოზნანში მსოფლიო ჩემპიონატი 26 აგვისტოდან დღეის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამდენად, ტურნირის ბოლო დღეს, პოლონურ ქალაქში საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა.


ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე.