
მაშ ასე, ქართული ლეგიონი უიქ-ენდი გრძელდება.
გერმანიის ბუნდესლიგაში დღეს, ოფიციალური დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს ლუკა ლოჩოშვილს, რომლის „კიოლნმაც" პირველი ტურის მატჩში „ჰოფენჰაიმი" დრამატულ მატჩში 3-2 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ „კიოლმა" ორი გოლი გაუშვა, ქართველი მცველის თამაშს, გერმანული პრესა დადებითად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „კიოლნის" ამ შენაძენმა ზუსტად გაამართა მოლოდინები, ქართველს „სტაბილურობის მომტანიც" უწოდეს, თუნდაც იმიტომ რომ კონკრეტულად „ლოჩოს" ერთ მატჩში 6 მოგერიება ჰქონდა. 65-ე წუთზე კი, ერთ-ერთი საჰაერო ორთაბრძოლის დროს, მას სულ ცოტა დააკლდა ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლამდე. ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ლუკა კიდევ უფრო მოუმატებს.
ჯერ-ჯერობით გატანილი გოლების გარეშე ასპარეზობს გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძე. ქართველის „ჰაიდენჰაიმმა" დღეს, საკუთარ მოედანზე, უხვგოლიან შეხვედრაში 5-3 მოუგო „დრეზდენს". ქართველმა სასტარტოდან დაიწყო და მე-80 წუთზე შეცვალეს, როდესაც ტაბლოზე ანგარიში 2-2 იყო. 3 ტურის შემდეგ, „ჰაიდენჰაიმს" 6 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ში პირველი გამარჯვება იზეიმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ", რომელმაც გასვლით შეხვედრაში „ფიორეტინა" 0-3 დაამარცხა. ანგარიში, 26-ე წუთზე რაიმონდომ სწორედ ქართველის გადაცემით გახსნა და მეორეში დუბლიც გაიფორმა. დუბლის ავტორი, ამ შეხვედრაში გატანილი მეორე გოლის ავტორმა ბრაკალიამ გაიტანა. კვერნაძემ სრული შეხვედრა ჩაატარა და საკმაოდ კარგი შეფასებაც დაიმსახურა, თუმცა, ისევე როგორც მთელმა გუნდმა. ორი ტურის შემდეგ, ქართველის გუნდი, მე-11 ადგილზეა.
საბა გოგლიჩიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზემ" გასვლით შეხვედრაში „მონცა" 2-3 დაამარცხა. ქართველებიდან „ჩაკვეს" კვლავ გაუცდა ტრავმის გამო. აი, საბა კი იყო განაცხადში, თუმცა, სათამაშოდ არ გამოსულა. „უდინეზე" ამ მომენტისთვის 4 ქულით მე-3 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ში, დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზე" საშინაო შეხვედრაში 0-3 დამარცხდა „მოდენასთან". ქართველმა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმის სტრატზე გამოჩნდა, თუმცა, ამ მომენტისთვის სტუმრები უკვე ორბურთიანი სხვაობით იყვნენ წინ. ორი ტურის შემდეგ, „კრემონეზე" 0 ქულით ბოლო ადგილზეა.
თურქეთის სუპერლიგაში გასვლითი შეხვედრა ჩაატარა გურამ გიორბელიძის „ერზურუმსფორმა". ქართველის გუნდმა მე-3 ტურის შეხვედრა ანკარაში „გენჩლერბირლიგის" წინააღმდეგ ფრედ, 1-1 ითამაშა. გიორბელიძემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 89-ე წუთზე შეცვალეს. ამ მომენტამდე, მასპინძლებმა კი გაიტანეს გოლი, თუმცა, VAR-მა თამაშგარე დააფიქსირა და სუპერლიგაში დაბრუნებულმა გუნდმაც, პირველი ქულის აღება მოახერხა.
გასვლაზე სტამბოლში, თურქულ გრანდთან, „გალათასარაისთან" დამარცხდა ლუკა გუგეშაშვილის „გიოზთეფე". ქართველმა მეკარემ, რომელმაც საბოლოოდ, სტუმართა რიგებიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, სრული შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა კი, 3-2 წააგო. საინტერესოა, რომ ანგარიში ლუკას გუნდელებმა გახსნეს, თუმცა, მასპინძლებმა იმავე მონაკვეთში გაათანაბრეს, მეორე ტაიმის საწყის მონაკვეთში კი, კიდევ ორიჯერ გაიტანეს. სხვათა შორის, მესამე გოლიდან მალევე, გუგეშაშვილის გუნდელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა, თამაში ვერ გადაარჩინეს. სამი ტურის შემდეგ, „გიოზთეფე", გიორბელიძის გუნდს, მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს სატურნირო ცხრილში, რომელსაც ერთპიროვნულად „გალათასარაი" ლიდერობს.
კიდევ ერთი ქართველის გუნდი, თურქეთის სუპერლიგის მე-3 ტურის მატჩს ხვალ გამართავს, თუმცა, მის შემადგენლობაში კვლავ არ იქნება საბა ხარებაშვილი, რომელსაც დიდი ალბათობით, „ბაშაქშეჰირის" თამაშებზე 3 სექტემბერის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც საბა სრულწლოვანი გახდება, უნდა ველოდოთ.
პოლონურ ექსტრაკლასაში, მხოლოდ 4 წუთი სათამაშო დრო ჰქონდა ოთარ კაკაბაძეს, რომლის „კრაკოვიამაც" გასვლით შეხვედრაში რადომიში 2-1 წააგო ადგილობრივ „რადომიაკთან". ქართველის გუნდი, 6 ტურის შემდეგ, 8 ქულით, მე-7 ადგილზეა.
ნიდერლანდების ერედივიზიონში, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა თან ორივე გუნდში, საქართველოს ნაკრების წევრმა ირაკლი იეღოლიანმა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს, ჩვენებურის ანგარიშზე, არც გოლი და არც საგოლე გადაცემა არ დაფიქსირებულა. ირაკლის გუნდს, ამ მომენტში ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 6 ქულით, ჯერ-ჯერობით მე-7 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში გიგი აბუაშვილის „მეცმა" გასვლით შეხვედრაში ფრედ, 1-1 ითამაშა „ანესის" წინააღმდეგ. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის 59-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი კი, 4 ტურის შემდეგ, 6 ქულით მე-7 ადგილზეა.
ინგლისის პრემიერ ლიგაში მორიგი მატჩი ვერ მოიგო „ლივეპულმა" და ყველაზე დაბალი შეფასებაც, კვლავ გუნდის მეკარემ ასლისონმა მიიღო, თუმცა, ჯერ-ჯერობით. მერსისაიდული გუნდი, არ ფიქრობს ის გიორგი მამარდაშვილით ჩაანაცვლოს. მეორე ტურის შეხვედრაში, „ლივერპულმა" საშინაო მატჩი „ნოტინგემთან" ფრედ, 2-2 ითამაშა. ახლადდაწყებულ ჩემპიონატში გუნდს მხოლოდ 2 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.
ხვალ ქართული ლეგიონერების მორიგი სათამაშო დღეა.





ჩვენ







