
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ პორტუგალიაში გაემგზავრება სადაც 31 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატუზინიუშის სპორტისა და კონგრესების ცენტრში, რომელიც ადგილობრივი საკალათბურთო ნაკრების მატჩებს მასპინძლობს, 4300 მაყურებელს იტევს და ეროვნული ნაკრების თამაშებზე თითქმის ყოველთვის ბოლომდე ივსება, არის ძალიან აქტიური და ხმაურიანი მხარდამჭერი. ეს გარემოება, კარგად იციან საქართველოს ნაკრებშიც.
„პორტუგალია ითამაშობს სახლში, თუ გახსოვთ ოვერტაიმით ვითამაშეთ (2014 წელს, პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 90-91 დასრულდა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. იმ მატჩში თოკომ 20 ქულა დააგროვა - სარედაქციო შენიშვნა). ახლაც ველოდებით ბრძოლას. ვიცით, რომ იქნება სავსე დარბაზი და კარგი ატმოსფერო, მაგრამ ერთი მთავარი მიზანი გვაქვს, რომ ეს ფანჯარა მაქსიმალური ქულებით დავასრულოთ. 20-ქულიანი ჩამორჩენაც ამოგვიქაჩავს. იმედი მაქვს, 100%-ით კონცენტრირებულები ჩავალთ და მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა".
სხვათა შორის, მონტენეგროსთან გამართული მატჩის შემდეგ, სტუმართა გუნდის მწვრთნელმა მეორე ტურის მატჩში, ფავორიტად საქართველო დაასახელა. ჯიკიჩმა კი, არ დამალა, აბა რას იტყოდა ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ჩემი და ჩემი გუნდის წარმატება ყოველთვის გაუხარდებაო.
„პორტუგალიის წინააღმდეგ ვიცი, რომ შეგვიძლია თამაში და ვიცი, რთული თამაში იქნება. ძალიან აგრესიულები იქნებიან. მათ ჰყავთ NBA-ის მოთამაშეები, ძლიერი მოთამაშეები ფარქვეშ, ამიტომ დაცვაში ჩვენს მაღალ მოთამაშეებს დახმარება დასჭირდებათ. ვეცდებით, შეტევაში უფრო მეტი სტრუქტურა და ორგანიზებულობა გვქონდეს. ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ ჩემი მოსაზრება ასეთია. პროგნოზებს არ ვაკეთებ, ეს ჩემი საქმის ნაწილი არ არის. ერთი რამ ვიცი: ჩვენ შეგვიძლია მათ წინააღმდეგ თამაში. და რასაც ველოდები, ეს არის ძალიან რთული მატჩი. როგორც სანაძემ თქვა, ჩვენთვის ყოველი თამაში ფინალის ტოლფასია. ეს ჩვეულებრივი თამაში არ არის", - ამბობს ჯიკიჩმა
ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე პორტუგალიასთან დაპირისპირებების შემდეგი სტატისტიკაა მოყვანილი:
1999 წლის 22 მაისი / პორტუგალია - საქართველო 65-75
2010 წლის 11 აგვისტო / საქართველო - პორტუგალია 73-57
2010 წლის 27 აგვისტო / პორტუგალია - საქართველო 57-80
2014 წლის 17 აგვისტო / პორტუგალია - საქართველო 90-91
2014 წლის 27 აგვისტო / საქართველო - პორტუგალია 71-59
ბუნებრივია, ეს კარგად იციან და ახსოვთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, თუმცა, ისიც კარგად იციან, რომ ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე ბოლო წლებში პროგრესირებს. ჩვენს ნაკრებში ისიც კარგად იციან, რომ დღევანდელის გარდა, მიმდინარე შესარჩევში, სწორედ პორტუგალიის ნაკრებთან დაპირისპირება იქნება ის შეხვედრა, რომელშიც ჩვენებს, NBA-ს წარმომადგენლებთან ერთად მოუწევთ თამაში, ამიტომ ამ შეხვედრაში მაქსიმალურის გაკეთება და ქულების დაგროვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სხვათა შორის მომდევნო სათამაშო ფანჯრების დროს, მხოლოდ ოკეანის გადაღმა მყოფი მოთამაშეები არ იქნება პრობლემა. თუმცა, აქ, თოკო შენგელიამ ქართული მედია და შესაბამისად გულშემატკივარიც დაამშვიდა და უთხრა, რომ ევროლიგამ და ფიბა-მ იციან, რომ თუკი მე რამდენი საათი მაინც მექნება, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო, ამას ყოველთვის გავაკეთებო.
ფოტო: (c) FIBA





ჩვენ







