
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრან სლემის გამარჯვებულია, შვეიცარიაში მიმდინარე ტურნის პირველი დღეც ქართული ჰიმნით დაიხურება.
დღეს შვეიცარიაში ჯუდოში, IJF-ის მსოფლიო ტურის მორიგმა შეჯიბრმა აიღო სტარტი. ლოზანას გრან სლემზე, რომელიც წელს პირველად ტარდება საქართველო 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომლებიც ორ წონით კატეგორიაში, -66 და -57 კილოგრამ წონით კატეგორიებში იყვნენ წარმოდგენილები.
-66 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე გიგაური მონტენეგროელ სპორტსმენთან, ვაჟა მარგველაშვილი კი, ისრაელის წარმომადგენლებთან პირველივე წრეში დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ.
-57 კგ წონით კატეგორიაში პირველივე სპარინგში გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას ნინო ლოლაძე, რომელიც იაპონელთან დამარცხდა. რაც შეეხება ამ წონის და რეალურად მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ბადე ერთ ამოსუნთქვაზე გაირა - საწყის ეტაპზე თურქმენი მაისა ფარდაიევა ჰანსოკო-მაკეთი გამოთიშა ასპარეზობას, ამის შემდეგ, ფინელი ფილა მატიკაინენი 19 წამში იპონით დაამარცხა და ბადიდან გასასვლელად იოკოთი იტალიელ ჯულია გარნას მოუგო. 1/2 ფინალში ქართველი ჯუდოკა ქალი, საფრანგეთის წარმომადგენელს, მარტა ფავაზისაც იუკოთი გავიდა და ფინალში გავიდა. აქ კი, მისი მეტოქე, საფრანგეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი სარა-ლეონ სისიკს დაუპირისპირდა. ეს ის სარა-ლეონია, რომელსაც ქართველი ჯუდოკა ქალი ოფიციალურად 10-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ერთხელ, 2025 წლის ივნისში, ბუდაპეშტში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა მოგება. თუმცა, ეთომ, რამდენიმე წუთის წინ, კიდევ ერთხელ მოახერხა ფრანგის დამარცხება და კვლავ ფინალში. ლიპარტელიანს დაახლოებით წუთი დასჭირდა, მეტოქე ულამაზესი იპონით დაემარცხებინა.
ხვალ, მედლები ოთხ წონით კატეგორიაში -73კგ, -81 კგ, -63 კგ და -70 კგ გათამაშდება. ჩვენები სამ წონაში იასპარეზებენ.
გოგონები:
-70 კგ ნინო გულბანი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი
ვაჟები:
-73 კგ მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ლოლაძე
-81 კგ ზაურ დვალიშვილი
-90 კგ ლუკა ჯავახიშვილი, აკაკი ჯაფარიძე
-100 კგ ილია სულამანიძე
+100 კგ გურამ თუშიშვილი





ჩვენ







