ხვალ 22:00 საათიდან კსუ საკმაოდ ძლიერ „ბუბა მარასთან“ ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლებს
ხვალ 22:00 საათიდან კსუ საკმაოდ ძლიერ „ბუბა მარასთან“ ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლებს
28.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი კსუ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა ჩემპიონმა გათამაშების პირველი ორი შეხვედრა მოიგეს. თავდაპირველად, გიბრალტარის „ლინქსთან" 7-3, 27 აგვისტოს კი, ნორვეგიული „ულტეირასი" 3-1 დაამარცხა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს ორივე გუნდი, ბოსნიურმა „ბუბა მარამაც" დაამარცხა. ასე, რომ ამ გუნდების დაპირისპირებამდე, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და რეალურად, ამ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გამსვლელ გუნდს გამოავლენს, ქართული კსუ და ბოსნიური „ბუბა მარა" 6-6 ქულით ჯგუფს ლიდერობენ.


C ჯგუფის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებს კი, გეტყვით, რომ ბოსნია და ჰერცოგოვინა, კონკრეტულად, ქალაქი კაზინის სპორტული არენა მასპინძლობს.


პირველ მატჩში, როგორც უკვე გითხარით ჩვენმა ჩემპიონმა გიბრალტარის „ლინქსი" 7-3 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდიდან გოლები გაიტანეს  ნიკა ხარატიშვილმა 6'12'', გიორგი ჩიმაკაძემ (7'22'', 8'47'', 26'36''), საბა მაჩიტაძემ (9'43''), ჯანიკო გიორგაიამ (27'22''), ვახტანგ კეკელიამ (37'19'').


რაც შეეხება მეორე თამაშს, გოლები ჩვენი ეროვნული ნაკრების მეკარემ ალი ასლანმა  (10'23''), რონინიომ (15'05'') და გიორგაიამ (34'41'') გაიტანეს. დიახ, ქართულ ფუტსალში მეტ-ნაკლებად ჩართულ გულშემატკივარს, შესაძლოა, რონინიოს გვარი კსუელთა შორის გაუკვირდეს, თუმცა, რონი, საქართველო ჩემპიონს მიმდინარე წლის აგვისტოში ერთი პირობით შეუერთდა „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსიდან", ტურნირის დასრულების შემდეგ, ის მშობლიური კლუბის რიგებში დაბრუნდება.


ყველა თამაშის  შედეგი იხილეთ ბმულზე.