
დღეს მარსელში, უეფა-ს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ევროპის რიგით მეორე რანგის საკლუბო ტურნირზე ასპარეზობას ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი" მონაწილეობს.
წილისყრის შედეგად, „კიტესა" და გიზის ავსტრიულ კლუბს გათამაშების ამ ეტაპზე ოთხი საშინაო და ოთხი გასვლითი შეხვედრის გამართვა მოუწევს. ქართველების გუნდი საშინაო შეხვედრებს „მარსელის", „რენის", „ცელიესა" და „ოფის" წინააღმდეგ ჩაატარებს. ოთხ გასვლით შეხვედრას კი, „ალკმაარის", ზაგრების „დინამოს", „ბორნმუთისა" და „ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ გამართავს.
ლიგის ფაზის თამაშები გრაფიკი რომელიც მოგვიანებით დაზუსტდება ასეთია:
1 ტური: 16/17 სექტემბერი, 2026
2 ტური: 15 ოქტომბერი, 2026
3 ტური: 22 ოქტომბერი, 2026
4 ტური: 5 ნოემბერი, 2026
5 ტური: 26 ნოემბერი, 2026
6 ტური: 10 დეკემბერი, 2026
7 ტური: 21 იანვარი, 2027
8 ტური: 28 იანვარი, 2027
ევროპა ლიგის ფინალი, 2027 წლის 26 მაისს გერმანიაში, ფრანკფურტში გაიმართება.

სტატიაში გამოყენებულია (c) UEFA.com-ის ფოტოები





ჩვენ







