
უეფა-ს 2026-2027 წლის სეზონში ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრილმა 36 გუნდმა უკვე იცის ის, 8 მოწინააღმდეგე, რომლებსაც 8 სექტემბრიდან 2027 წლის 27 იანვრის ჩათვლით 8 სათამაშო ფანჯარაში დაუპირისპირდებიან. კალენდარი სავარაუდოდ კვირის ბოლოს დაიდება. მანამდე კი, დღეს, მონაკოში გაიმართა წილისყრა სადაც ჩვენი, ქართველი ლეგიონერების გუნდების მეტოქეები გაირკვა. თავიდანვე ვქნათ, რომ ჯგუფური ეტაპის ფაზაზე, მინიმუმ ორ ქართულ დუელს ვიხილავთ.
ერთში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი" დაუპირისპირდება ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს და ამ შეხვედრაში მასპინძელი ჟორჟი იქნება.
მეორეში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული", ჟორჟის „ვილიარეალს" უმასპინძლებს.
როგორც უკვე გითხარით, დაზუსტებული კალენდარი მოგვიანებით გამოქვეყნდება. მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ქართველების ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილის, გიორგი მიქაუტაძისა და ირაკლი აზაროვის ჯგუფები წილის ყრის შემდეგ ასე გამოიყურებიან:
ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ): „ბარსელონა", „მანჩესტერ სიტი", „რომა", „ასტონ ვილა", „გალათასარაი", „ვილიარეალი", „სლოვანი", „კომო".
გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული"): „ატლეტიკო", „ინტერი", „ბრიუგე", „პორტუ", „ვილიარეალი", „ფენერბაჰჩე", „ლანსი", „ლასკი".
გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი"): პსჟ, „ლივერპული", „მანჩესტერ იუნაიტედი", „დორტმუნდი", „ნაპოლი", „ფენერბაჰჩე", „საბაჰი", „სლავია პრაღა".
ირაკლი აზაროვი („შახტარი"): „რეალი", „ინტერი", „სპორტიგი", „ეინდჰოვენი", „ფენერბაჰჩე", „ლაიფციგი", აეკ ათენი, „სლოვანი".
გათამაშების ამ ფაზაზე თამაშების განრიგი ასე გამოიყურება:
1 ტური: 8 და 10 სექტემბერი, 2026
2 ტური: 13/14 ოქტომბერი, 2026
3 ტური: 20/21 ოქტომბერი, 2026
4 ტური: 3/4 ნოემბერი, 2026
5 ტური: 24/25 ნოემბერი, 2026
6 ტური: 8/9 იანვარი, 2026
7 ტური: 19/20 იანვარი, 2027
8 ტური: 27 იანვარი, 2027
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ბოლო, მე-8 ტურის თამაშები პარალელურად დაიწყება. ამ ეტაპის შემდეგ კი, ასპარეზობას 1/8 ფინალში 16 კლუბი გააგრძელებს. პირდაპირი წესით ამ ეტაპზე, საერთო რეიტინგის 8 საუკეთესო გუნდი 1/8 ფინალში გავა. 9-24 ადგილებზე გასული გუნდები კი, 1/8 ფინალური 8 საგზურისთვის იბრძოლებენ. გათამაშების დასკვნითი ფაზის კალენდარი ასე გამოიყურება:
ფლეი-ოფები: 16/17 და 23/24 თებერვალი, 2027
1/8 ფინალი: 9/10 და 16/17 მარტი, 2027
1/4 ფინალი: 6/7 და 13/14 აპრილი, 2027
1/2 ფინალი: 27/28 აპრილი და 4/5 მაისი, 2027
ფინალი: 5 ივნისი, 2027
2026-2027 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი, 2027 წლის 5 ივნისს, მადრიდში, „ესტადიო მეტროპოლიტანოზე" გაიმართება.

სტატიაში გამოყენებულია (c) UEFA.com-ის ფოტოები





ჩვენ











