
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩის შემდეგ, რომელიც თბილისის „იბერია 1999"-სა და პოლონური „იაგლონიას" შორის გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1-2 დასრულდა, ქართველი და პოლონური მედიისთვის კომენტარი არც ერთი გუნდის მთავარ მწვრთნელს არ გაუკეთებია. მედია-ოთახში შეკრებილი ჟურნალისტებისთვის ქართული კლუბის პრეს-მდივანმა მოკლე განცხადება გააკეთა, რომ თამაშის დასრულების შემდეგ, პოლონელი ქომაგის სიმაღლიდან ვარდნის გამო, პროტოკოლით გათვალისწინებული პრეს-კონფერენცია არ გაიმართებოდა. აქვე გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის, „იაგელონიას" ქომაგი სტადიონთან მდებარე უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს კვლევებისთვის.
რაც შეეხება თამაშს, „იაგელონიამ" უფრო აქტიურად დაიწყო. მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით, პირველი ჩვენებმა დაარტყეს, ბაქარ ქარდავას, მეკარემ აუღო, თუმცა, ამ მომენტის გაგრძელება, უკვე იბერიელთა კართან შექმნილი სახიფათო მომენტი იყო, სადაც პოლონელებმა ვერ დაარტყეს და გადავრჩით. მე-11 წუთზე ნიკა სიხარულაშვილს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი. თუმცა, რეალურად, მეტოქემ მოახერხა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე დაანონსებულის ნაწილობრივ შესრულება - გააკონტროლა ბურთი და უფრო მეტი დრო ჩვენს ნახევარზე გაატარა. მათ შორი.ს კონკრეტულად საჯარიმოში, რა დროსაც, ქართულმა გუნდმა რამდენჯერმე ბეწვის ხიდზე გაიარა - მაგალითად, როდესაც გიორგი მაკარიძემ მეტოქე მოატყუა (!). ზოგადად შეხვედრის პირველ ნახევარში, ქართული გუნდი და განსაკუთრებით დაცვა, ძალიან ინერტულად და ხშირად ზედმეტად რისკიანად თამაშობდა.
ამასობაში, პოლონეთში გამართული შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც, „იბერია 1999"-ის კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. ამჯერად, მიზეზი სადაო არ ყოფილა და ზოგადად, უნდა ვთქვათ, რომ იტალიელ მსაჯთა ბრიგადამ შეუცდომლად იმსაჯა. 31-ე პენალტის მომენტში, გიორგი ქობულაძემ ითამაშა ხელით. გიორგი მაკარიძემ კუთხე კი გამოიცნო, თუმცა, ბურთს ვერ მიწვდა. ხესუს იმაზმა ანგარიში გახსნა 0-1. თუმცა, პოლონელების სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, 35-ე წუთზე ქობულაძის გადაცემის შემდეგ ზვიად ნაჭყებიამ შორეული ძლიერი დარტყმით, ანგარიში გაათანაბრა, 1-1 და რაც მთავარია, ამჯერად, ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო და გოლი ჩაითვალა.
პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულა. სხვათა შორის, შესვენებაზე, პოლონელმა კომენტატორმა, ჩვენთან საუბარში გაკვირვებული ვარ, თბილისური კლუბისგან უფრო აქტიურ თამაშს ველოდიო. თუმცა, ალბათ, ქართული გუნდის ამ ინერტულობას მაინც აქვს ახსნა - გუნდმა ხანგრძლივი „გვალვა" დაასრულა და სექტემბრიდან ქართული კლუბი უეფა-ს სამიდან ერთ-ერთ საკლუბო ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე ჯგუფში ითამაშებს.
მეორე ტაიმში კი, რომელიც ძირითადად პირველის ანალოგი იყო, თავდაპირველად ორი სახიფათო მომენტი, თანაც ორ-წუთიან მონაკვეთში სტუმრებს ჰქონდათ. ქართული გუნდის დაცვა, ძირითადად სტატისტების როლში იყვნენ. ამას დაემატა მაკარიძის შეცდომა, რომელიც საბოლოოდ გოლით დასრულდა. 70-ე წუთზე, ანდრეს კლინგემ „იაგელონია" კვლავ დააწინაურა.
თამაშის ბოლო მონაკვეთში, 77-ე წუთზე ალჰასანს, ხოლო 87-ე წუთზე ძაგანიას ამირან ძაგანიას ჰქონდათ კარგი შანსები, თუმცა, პირველ მომენტში იბერიელს ცოტა დააკლდა, მეორეში კი, მცველმა ცარიელი კარიდან ბურთი თავით გამოიტანა.
„იბერია 1999"-მა ეს შეხვედრა წააგო, 1-2. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მატჩში ტრავმების გამო მონაწილეობა ვახო ბედოშვილსა და ანდრია ბართიშვილს არ მიუღიათ. დღევანდელ შეხვედრაში კი, ანდრი დემჩენკო კიდევ ერთი დილემის წინაშე დადგა - 78-ე წუთზე მას მაკარიძის შეცვლა მოუხდა. გამომდინარე იქიდან, რომ მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია არ გამართულა, ჩვენ ქართველი მეკარის ჯანმრთელობის შესახებ, სიახლე ვერ გავიგეთ. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ ექნება.
და ბოლოს, ალბათ ის, რის შესახებაც აუცილებლად უნდა მეთქვა. დღეს მიხეილ მესხზე, რაღა დაგიმალოთ და მეგონა, იმდენი ქომაგი მაინც მოვიდოდა, რამდენიც „ლარნისთან" თბილისური მატჩის დროს იყო. ამრიგად, ძალიან გამიკვირდა, როდესაც ე.წ. „უქმი" დღის წინ და ბელოსტოკის შეხვედრის შემდეგ, სადაც სავსე სტადიონი 90 წუთი ქომაგობდა შეუჩერებლად, დღევანდელ შეხვედრაში, ცარიელ ტრიბუნებს ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი. კარგია, თუ ჯგუფური თამაშების დრო, ის, რაც ქომაგის „გამოსასწორებელია" გამოსწორდება და ქართულ კლუბს 22 წლის შემდეგ, ევროტურნირების მთავარ თამაშებზე, მეთორმეტეს მხარდაჭერა არ მოაკლდება, მხოლოდ, ტრიბუნებიდან ხტომებს არ ვართ.





ჩვენ







