საქართველოს თასის სამი ნახევარფინალისტი ცნობილია
საქართველოს თასის სამი ნახევარფინალისტი ცნობილია
26.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს სამ ქალაქში, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ სათასო შეხვედრები ერთმატჩიანია და შესაბამისად, სამი ნახევარფინალისტიც უკვე ცნობილია.


ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედო" დრამატულ შეხვედრაში, დამატებით დროში დამარცხდა ბათუმის „დინამოსთან" და ასპარეზობას გამოეთიშა. ანგარიში ამ შეხვედრაში მე-11 წუთზე, თერთმეტმეტრიანით უერდი მარამ გახსნა, თუმცა, ტაიმის მიწურულს, 35-ე წუთზე, კომენ ანდრიჩის , ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, დიეგო დეისაძის გოლებით, ქუთაისელებმა პირველი ტაიმი 2-1 მოიგეს. 77-ე წუთზე, ომარ იმრანმა ანგარიში გაათანაბრა. თამაშის ძირითადი დრო ფრედ, 2-2 დასრულდა. თუმცა, ამის შემდეგ, მოვლენები მასპინძელთათვის ცუდად განვითარდა. 92-ე წუთზე მასპინძლებმა უხეშად ითამაშეს, თუმცა, მსაჯმა თამაში გააგრძელა, ვიდრე VAR-მა არ დაუძახა და ირაკლი შენგელიამაც კოლეგების რჩევა გაითვალისწინა და ქუთაისელებს დავით ბუკია გაუძევა. ამის შემდეგ, თამაშმა დაძაბული ხასიათი მიიღო, ფეხბურთელები ბევრს უხეშობდნენ, თუმცა, რიცხობრივ უპირატესობას კარგად იყენებდნენ. საბოლოოდ, ჯერ 103-ე წუთზე უერდი მარამ მეორე პენალტი გაიტანა ამ შეხვედრაში, 120 წუთზე კი, მაურიდესმა გაიტანა და ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში, 2-4 დააფიქსირა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი, 1/2 ფინალში გავიდა, სადაც გორის „დილას" დაუპირისპირდება.


თავის მხრივ, დღესვე, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „დილამ"  დამატებით დროში 2-1 დაამარცხა წყალტუბოს „სამგურალი".  პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე, მასპინძლები ალიუნე ტალის გოლოთ დაწინაურდნენ. 59-ე წუთზე კი, ნიკო ცეცხლაძემ უძლიერესი შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადი დროც ფრედ, 1-1 დასრულდა. დამატებითი მეორე ტაიმისთვის კომპენსირებულ პირველივე წუთზე, გიორგი კობახიძემ კი, გამარჯვების გოლი გაიტანა. „დილამ" 2-1 მოიგო.


საქართველოს თასის 1/2 ფინალში აგრძელებს თამაშს „გაგრაც". მეოთხედფინალურ შეხვედრაში „არაგვის" წინააღმდეგ, რომელიც „პეტრო არენაზე" გაიმართა თამაშის ძირითადი და დამატებით დროც ფრედ, 0-0 დასრულდა. ალბათ, ამ დროში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა, არაგველთა რიგებში გაძევებული ფეხბურთელი იყო. შესაბამისად, საჭირო გახდა 11-მეტრიანების სერია, რომელიც გაგრელთა გამარჯვებით, 4-2 დასრულდა. „გაგრა" მომდევნო ეტაპზეა და „სამტრედია"-„იბერია 1999"-ის წყვილში გამარჯვებულს ელოდებიან 1/2 ფინალში. გადადებული მეოთხედფინალი კი, 2 სექტემბერს გაიმართება.


იხილეთ ყველა შედეგი ბმულზე.